სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგები საინტერესო ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
11-06-2021
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თეა ბარდაველიძე, სამოქალაქო განათლების პედაგოგი მერი ბრეგაძე და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი  გიორგი საკანდელიძე საინტერესო და მნიშვნელოვან კონფერენციაში მონაწილეობდნენ. სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელებს და ქუთაისელ ტრენერთა გუნდს.

„2021 წლის 5-6 მაისს გაიმართა CTEL პროგრამის ონლაინ ფინალური კონფერენცია. (სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით) პროექტი ხორციელდება აშშს საელჩოს მიერ და პარტნიორობას უწევს PH International ჯორჯთაუნის უნივესიტეტთან ერთად.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს:
ნანა იოსელიანი -Meissner- Director of English Language Programs,PH International/ Georgia
ბერდია ნაცვლიშვილი - Country Director,  PH International/ Georgia
Chris Anderson- Cultural Attache, US Embassy/Tbilisi
ლია გუმბერიძე - English Language Programs Coordinator,US Embassy/Tbilisi
Dr.Saffet Bayraktutan- Rector,International Black Sea University, Tbilisi
Prof. Roland Kopaliani- Rector,Akaki Tsereteli State University, Kutaisi
Prof.Bela Mosia- Head of Quality Assurance Office, Shota Meskhia State Teaching University, Zugdidi

აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლები. კონფერენციაში მონაწილე ამერიკელმა და ქართველმა ტრენერებმა, მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ ჩაატარეს მასტერ კლასები, შეაჯამეს და წარმოადგინეს ინოვაციური, ინტეგრირებული, ინტერაქტიული, გუნდურობასა და თანამშრომლობაზე დამყარებული აქტივობები.

მიუხედავად ონლაინ ფორმატისა, იყო ბევრი ემოცია, მონატრება და სიყვარული... ამაღელვებელი იყო დასკვნითი ნაწილიც, სადაც ამერიკელმა ტრენერმა Steven Gomez- Integrated Teaching Specialist (ITS) აღნიშნა მასწავლებლის უდიდესი როლი ცხოვრებაში, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ადამიანების ცხოვრება და თუ მას სუნთქვასავით სჭირდება იყოს წარმატებული, ის აუცილებლად მიაღწევს მას და  შეძლებს „Change the life of people“...  გურიიდან მოგვესალმა გულითა და სულით  ქართველი, ქართულ ენაზე ამეტყველებული ამერიკელი ტრენერი Toma Mallett- Integrated Teaching Specialist (ITS), რომელმაც ქართული სადღეგრძელოთი დალოცა და წარმატება უსურვა ყველა პროექტში ჩართულ მონაწილეს. ქალბატონი ნანა იოსელიანი მეისნა და ქ-ი ლიკა გუმბერიძე კვლავ გვპირდება დიდი გამოწვევებს მომავალში. ერთი წიგნის ფურცელი დაიხურა და იწყება ახალი თავგადასავლები...

აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო და კონფერენციას ესწრებოდნენ ქ. ქუთაისის # 17 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თეა ბარდაველიძე, სამოქალაქო განათლება მერი ბრეგაძე, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - გიორგი საკანდელიძე. სკოლის  გუნდისა და მოსწავლეების სახელით მადლობას ვუხდით პროექტის ხელმძღვანელებს და ჩვენს არაჩვეულებრივ  ქუთაისელ ტრენერთა გუნდს ხათუნა ახალაიას, თინიკო კუტივაძესა და ნათია ზვიადაძეს. გიორგი საკანდელიძე, თეა ბარდაველიძე, მარი ბრეგაძე“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება