სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონ​ში“ ინტერესით ჩაერთვნენ
10-06-2021
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონ​ში“ მიიღეს მონაწილეობა. 

მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ. 

აღსანიშნავია, რომ ​2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო და პირველი კონკურში ქობულეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. 

კონკურსი კვლავაც სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით მიმდინარეობს, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით შეუძლია.

ტრადიციული, დასკვნითი ღონისძიება ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამოქალაქო განათლების ტესტები გამოქვეყნდა

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე 14% არ მივიდა, ხოლო აბიტურიენტების გამოცდაზე 16%

ყალბი დიპლომის დამზადებისთვის რექტორს და დეკანს 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

„ააფეთქეთ“ სოცქსელები izrune.ge-ერთად - ვიდეოკონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდება

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა მორიგი საერთაშიროსო აღიარება მოიპოვეს
 

გალა კონცერტზე, რომელიც 5 ივნისს ჩატარდა, ფინალისტები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებითა და საჩუქრებით

შეხვედრის მიზანი მომავალი პირველკლასელების სკოლაში ეფექტური ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობა გახლდათ

მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლები

ბავშვების გულწრფელი პასუხები კი ნათლად აჩვენებს, რომ მათთვის სკოლა მხოლოდ სასწავლო სივრცე არ არის
 
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება