| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს გამოეთხოვა. სკოლის დასრულება ემოციური იყო მოსწავლეებისთვის. გთავაზობთ, მე-12 კლასის ერთ-ერთი მოსწავლის ლიკა შონიას წერილს, სადაც იმ სითბოსა და სიყვარულზე საუბრობს რომელიც სწავლის პერიოში გრძნობდა მისი კლასელებისა და მასწავლებლებისგან.
„როდესაც პატარა ვიყავი, სულ ვფიქრობდი იმ დღეზე, როცა სკოლას დავამთავრებდი, რა განცდა მექნებოდა და ვერ ვხვდებოდი, თუ რა იყო ეს. ახლა როცა ეს დრო დადგა, თავს სულ სხვანაირად ვგრძნობ და ვაანალიზებ, რომ შემდეგ წელს აღარ მივალ სკოლაში და აღარ შევალ ჩემს კლასში. მართლა რთულია ამაზე ფიქრი და იმაზეც რომ სულ ახალ ცხოვრებას იწყებ, მეორე ეტაპზე გადახვედი და იცი, რომ შენს კლასელებს ვერ ნახავ ყოველ დღე. მათზე მინდა ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შემოიტანეს და მადლობა მათ ამისთვის. ის სითბო, რომელიც მათგან მივიღე არასდროს დამავიწყდება. ჩემი მეორე სკოლაში გადასვლის დღიდან ვისწავლე რა იყო მეგობრობა, გვერდში დგომა, სიყვარული, პატივისცემა და ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ღირსეული მასწავლებლების დამსახურებაა. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო იმ ბედნიერი წლებისთვის, რომელიც მათ მაჩუქეს და ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ჩემი კლასის დამრიგებელს, ლალი პოპიაშვილს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემი და ჩემი კლასის უკეთ განვითარებაში. სწორედ მისი დამსახურებაა ყველაფერი ის, რაც გვაქვს და ვინც ვართ დღეს და ამას ძალიან ვაფასებ. ახლა მივხვდი რა ბედნიერებაა თქვენთან ერთად გატარებული ყოველი წუთი, რომელიც ბოლომდე უნდა შემეგრძნო იმ დროს, როცა თქვენი სკოლის მოსწავლე ვიყავი. საბოლოოდ მინდა ყველას დაგემშვიდობოთ და გულწრფელად გითხრათ, რომ მიყვარხართ და უზომოდ მომენატრებით“, - აღნიშნავს ლიკა შონიანი.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება