სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ კონკურსში გაიმარჯვეს
09-06-2021
-
+


თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ კონკურსში გაიმარჯვეს. გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. დირექცია ამაყობს და ულოცავს წარმატებულ მოსწავლეებს: ნონო ხატისაშვილს (გუნდის კაპიტანი), მერაბ ჩოფიკაშვილს, ანდრია ბეჭვაიას, გიორგი ტუღუშს, ქრისტინე ოგანიანსა და თინათინ დონდუაშვილს მიღწეულ წარმატებას.

„იუნესკოს გადაწყევტილებით თბილისი ერთი წლით მსოფლიო წიგნის დედაქალაქად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით,
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის სოზარ სუბარის ინიციატივითა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, „თბილისი ჰუალინგში“ გაიმართა ინტელექტ კლუბის „რა? სად? როდის?“ ღონისძიება თემაზე - „წიგნი, ჩვენ და გარემო“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამგორის რაიონის 10 საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა. ინტელექტუალურ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა 117-ე საჯარო სკოლამ. გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს ჟიურის წევრებმა.

ღონისძიების გენერალური სპონსორის - „მეტი დეველოპმენტის“ გადაწყვეტილებით რჩეული გახდა 180-ე სკოლა. რომელსაც სიმბოლური საჩუქრები გადასცა კომპანიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და ქ.თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.

თბილისის 117-ე საჯარო სკოლა ამაყობს და ულოცავს ჩვენს წარმატებულ და უნიჭიერეს მოსწავლეებს: ნონო ხატისაშვილს (გუნდის კაპიტანი),  მერაბ ჩოფიკაშვილს, ანდრია ბეჭვაიას, გიორგი ტუღუშს, ქრისტინე ოგანიანს და თინათინ დონდუაშვილს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება