სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ნანა პარინოსმა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის (Freie Universität Berlin) სამეცნიერო „A” ტიპის (უმაღლესი კლასის) გრანტი მოიპოვა
25-12-2017
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის - USACA ხელმძღვანელმა, მოწვეულმა ლექტორმა/რექტორის ასისტენტმა ნანა პარინოსმა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის (Freie Universität Berlin) სამეცნიერო „A” ტიპის (უმაღლესი კლასის) გრანტი მოიპოვა, რის შედეგადაც იგი ბერლინში მიემგზავრება სამეცნიერო საქმიანობის განსახორციელებლად.

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი კვლევითი უნივერსიტეტის სტატუსით სარგებლობს და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მაღალრეტინგული უნივერსიტეტია.

1994 წლის შემდეგ საქართველოს კვლავ ერგო ზემოთხსენებული გრანტის მოგების პატივი.

ამავდროულად, ნანა პარინოსი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტია.

ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით არსებული პრობლემების აღმოფხვრასა და შეუსწავლელ საკითხთა კვლევას, რისთვისაც მას ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო ბიბლიოთეკებში შემავალ შეერთებული შტატებისა და კანადის მიმართულებით უნიკალურ ბიბლიოთეკას დაუთმობს.

აღნიშნული სტიპენდია მიზნად ისახავს ნანა პარინოსის სადისერტაციო ნაშრომის სრულყოფას, შეერთებული შტატებისა და კანადის კუთხით ახალი სამეცნიერო პროდუქტის შექმნასა და Freie Universität Berlin-ში მიღებული გამოცდილებით კსუ-ს შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის - USACA საგანმანათლებლო-კვლევითი კუთხით განვითარებას.  

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება