სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მთელი ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე“ - izrune.ge-ს მენეჯერი, თინათინ ტყეშელაშვილი 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს
08-06-2021
-
+


მაშინ, როდესაც საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge შეიქმნა, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ონლაინ-პლატფორმა მოსწავლეებს ისეთი რთული პერიოდისთვის მოამზადებდა, როგორიც კოვიდპანდემიამ შექმნა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. არაერთხელ ითქვა, რომ izrune.ge-მ თავისი დიდი ოჯახის პატარა წევრები დისტანციური სწავლებისთვისაც მოამზადა და ისიც შეძლო, რომ სახლში გამოკეტილ, მშობლიურ სკოლასა თუ მეგობრებს მოწყვეტილ ბავშვებს სწავლის მოტივაცია არ დაეკარგათ.

დღეს ამაზე საუბარი თამამად შეგვიძლია და ალბათ დროა, 2020-2021 სასწავლო წელიც შევაჯამოთ. როგორი იყო ის იზრუნელებისა და მათ განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი კომპანიისთვის, რა სიახლეები ელით და რა არის კომპანიიის მთავარი მიზანი? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, Etaloni.ge-ს izrune.ge-ს გენერალური მენეჯერი, თინათინ ტყეშელაშვილი ესაუბრება.

- ეს იყო საკმაოდ რთული პერიოდი, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ყველა მიმართულებით; გამოგიტყდებით, არც izrune.ge-სთვის იყო მარტივი ეს ყველაფერი, თუნდაც იმ მხრივ, რომ ამ დროს ჩვენი როლი საგრძნობლად გაიზარდა, მეტად ვიგრძენით პასუხისმგებლობა და ისიც გავაანალიზეთ, რომ საჭირო იყო ოჯახების განსაკუთრებული ჩართულობა შვილების განათლების მოტივაციისთვის; ამიტომ, გაათმაგებული ძალებით, მობილიზებულად, izrune.ge-სა და „ეტალონის“ გუნდი, ყველანაირად დავუდექით მხარში ოჯახებს.

- სასწავლო წელი სრულდება - შეჯამების ივნისზე და izrune.ge-ს შედეგებზეც გვიამბეთ...

- გვაქვს შეჯამების ივნისი და შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ იმ აქტიურობით, რაც ბოლო პერიოდში წამოვიდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების სკოლებიდან - მოგეხსნებათ, იქ ინტერნეტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის პრობლემაა, მაგრამ ამის მიუხედავად, izrune.ge-ში ჩართულობამ მასობრივი სახე მიიღო და შთამბეჭდავ მასშტაბებს მიაღწია; მოხარული ვარ, რომ ოჯახები ტექნიკურ გამოწვევებს არ შეუშინდნენ, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია. ეს ყველაფერი კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს izrune.ge-ს მნიშვნელობასა და როლს.

- დისტანციური სწავლება ბავშვებს, ერთგვარად, ცოტა მოდუნების საშუალებას აძლევს, izrune.ge-ში ჩართულობა კი ამ დროს საოცრად გაიზარდა; როგორ მოახერხეთ მოსწავლეების ასე დაინტერესება და თქვენი აზრით, რისი დამსახურებაა ასეთი მაღალი აქტივობა?

- მადლობა ეკუთვნის აქტიური სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებს, ჩართულ დამრიგებლებსა და ოჯახებს, ვისაც უნდა, განათლებული მოსწავლეები და შვილები ჰყავდეთ. დიდი როლია ოჯახის ჩართულობის და izrune.ge-ს მიზანიც ესაა - გააერთიანოს ბავშვი, სკოლა და ოჯახი, შევუქმნათ ბავშვებს მოტივაცია და აღვზარდოთ განათლებული და ღირსეული მოქალაქეები.

- არაერთხელ ითქვა, რომ izrune.ge-მ მოსწავლეები დისტანციური სწავლებისთვის ერთგვარად მოამზადა...

- იმ მოსწავლეებს, ვინც ჩართული იყო izrune.ge-ში, გაუადვილდათ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა; ბავშვები ამ გამოწვევებისთვის მოვამზადეთ, ისინი ეჩვევიან თანამედროვე ტექნოლოგიების სწორად გამოყენებას და შემდეგ უკვე ეროვნულ გამოცდებზეც იღებენ მაქსიმალურ შედეგს.

- რას გეგმავს izrune.ge ზაფხულში?

- ივნისი ჩვენთან სასწავლო წლის შეჯამების თვეა, ხუთშაბათს, 10 ივნისს, გვაქვს შეჯამების „წიგნიერების ხუთშაბათი”... აქტიურად ვემზადებით 30 ივნისის შემაჯამებელი ტესტისთვის, ტესტის გავლის შემდეგ მოსწავლეებს და მათ ოჯახებს გადავცემთ „მდგრადი მზაობის სერტიფიკატს“ იმის დასტურად, რომ მოსწავლემ წარმატებით დაძლია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, მისი კლასის შესატყვისი საგანმანათლებლო პროგრამა და აქვს მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები. ასევე ივნისის შემაჯამებელი ტესტის შემდეგ გამოვავლენთ „მომავლის კლასებს“ მთელი საქართველოს მასშტაბით.  

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა დატვირთვა აქვს მზაობის სერტიფიკატს?

- საქმე ისაა, რომ არანაირი ბერკეტი არ არსებობს გასაგებად, არის თუ არა რეალურად ბავშვი მზად, მომდევნო კლასში გადასასვლელად, ჩვენ კი ტესტის გავლის შემდეგ, ავიღეთ პასუხისმგებლობა, მივცეთ სერტიფიკატი იმის დასტურად, რომ იგი მზადაა მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად. სეტიფიკატი დაეყრდნობა მოსწავლის მიერ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გავლილ სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვემზადებით საზაფხულო ტესტებისთვისაც. საზაფხულო ტესტების თემატიკა იქნება „გაიცანი საქართველო“. პირველი შემთხვევაა, როდესაც izrune.ge-ს ტესტების გავლა ზაფხულის პერიოდშიც იქნება შესაძლებელი. ზაფხულის ტესტების მიზანია შვილის განვითარების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და ბავშვისთვის საქართველოს უნიკალური მხარეების შემეცნებით, სახალისოდ და საინტერესოდ გაცნობა.  

- ბავშვებს თუ მოსწონთ არდადეგებზე ტესტების გავლა?

- ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლების მხრიდან უკუკავშირს, სწორედ მოსწავლეების, ოჯახების, მასწავლებლების და დირექტორების აქტიურობიდან და ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ საზაფხულო ტესტების დამატება. 

- როგორი მენეჯერი ჰყავს izrune.ge-ს?

- როგორი მენეჯერი ჰყავს კომპანიას - ამაზე ალბათ გუნდის წევრებმა უნდა ისაუბრონ, მე კი გეტყვით, რომ ჩემთვის izurne.ge არის გამოწვევა. ჩემი დრო, რესურსი, ენერგია მიდის იმაზე, რომ ჩვენი ოჯახის პატარა წევრებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის ტესტები, მივცეთ განათლების მოტივაცია და ოჯახი რეალურად ჩავრთოთ და უფრო მეტად დავაინტერესოთ შვილის აღზრდა-განათლებით. 

- როგორც ვიცი, თქვენი შვილიც ჩართულია izrune.ge-ში.

- ჩემი შვილი, ალექსანდრე კახიანი სექტემბრიდანაა ჩართული პროექტში, როგორც მშობელი, კარგად ვხედავ მის განვითარებას და ახლა მეტად ვამაყობ საკუთარი საქმით - ეს ტესტები ბავშვის განვითარებას, მისი განათლების მოტივაციას რეალურად ძალიან ეხმარება.

- ერთ დღეს რომ გითხრათ, აღარ მინდა ტესტების გავლაო, რა რეაქცია გექნებათ?

- izrune.ge-ს ტესტები არ არის რაიმე სახის ვალდებულება; ეს არის ოჯახის სურვილის ხელშეწყობა და დახმარება, ბავშვი განვითარდეს და მიიღოს ცოდნა... ალექსანდრე ერთ დღეს თუ მეტყვის, აღარ მინდა ტესტების გავლაო, დავუშვებ ვარაუდს, რომ ერთის მხრივ მე, როგორც მშობელი ვერ ვერთვები შვილთან ერთად სათანადოდ ტესტების გავლაში, და მეორეს მხრივ მე, როგორც izrune.ge-ს მენეჯერი, ვკითხავ მიზეზს... ორივე შემთხვევაში დავიწყებ საკუთარი თავიდან და ვეცდები მიზეზი აღმოვფხვრა, რათა ალექსანდრემ განაგრძოს განვითარება izrune.ge-ს ტესტების დახმარებით. თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ალექსანდრეც და ზოგადად მთელი ოჯახი აქტიურად ვართ ჩართულები მისი აღზრდა-განათლების პროცესში და სიხარულით ვასრულებთ izrune.ge-ს ტესტებს, თვალს ვადევნებთ და ძალიან ვამაყობთ მისი მიღწევებს თვიდან-თვემდე.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლის ფორმებისთვის 46 მილიონ ლარამდეა საჭირო - სამინისტრო გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

ეს ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ თავი ამ ქვეყნის მკვიდრ შვილებად იგრძნონ

თბილისის ბაღში 2 წლის ბავშვს ძიძა სცემდა - „ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს ჩემს შვილს! როგორ ტირის და არავინ შველის!“

ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

პიროვნება

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

სკოლები
მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით წარმოაჩინეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი სკოლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემა, არამედ მოსწავლეებში პრაქტიკული უნარების განვითარება“...

ეს წელი იყო სავსე სწავლით, მეგობრობით, სიხარულით და უამრავი ლამაზი მოგონებით

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება