სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს
08-06-2021
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ, სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობაშიც წარმატებით მონაწილეობენ.

სამცხე ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის თაოსნობით და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 25-30 მაისს ახალციხეში გაიმართა 12-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა ტურნირი ჭაბუკთა და გოგონათა შორის ქალაქ ახალციხის პირველობაზე.

ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. გოგონათა შორის შვიდი შესაძლებლობიდან 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა მეოთხეკლასელმა მარიამ მერაბიშვილმა, მეორე ადგილი - მისმა ტყუპისცალმა ნინომ, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა მეოთხეკლასელი მარიამ ყურაშვილი.

ჭაბუკთა ტურნირში, რომელშიც გოგონებიც მონაწილეობდნენ, თავი ისახელა მესამეკლასელმა ვიკა ვეშაგურმა, რომელმაც ყველა პარტიაში გაიმარჯვა და შვიდი ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე, 6 ქულით გავიდა მეხუთეკლასელი თენგო მღებრიშვილი. 5-5 ქულით მესამე ადგილი გაიყვეს საბა პაპაშვილმა და გიორგი ოქრომელიძემ.

აღსანიშნავია ტურნირის ყველაზე უმცროსი მონაწილის პირველ კლასელ მარიამ მიგრიაულის კარგი თამაში, რომელიც სამი თვეც არ არის, რაც ეუფლება ჭადრაკის თამაშის საიდუმლოებას, გოგონათა შორის მეოთხე ადგილი დაიკავა და დაჯილდოვდა სიგელით და სპეციალური პრიზით.

გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასებით, სიგელებითა და მედლებით. სკოლა ულოცავს მოსწავლეებს საპრიზო ადგილების დაკავებას და შემდგომშიც წარმატებებს უსურვებს!


იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება