| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

1972 წლის 15 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაერო-ს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, „გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა“(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს.
პირველად გარემოს დაცვის დღე აღინიშნა 1973 წელს, რომლის თემაც იყო „მხოლოდ ერთი დედამიწა“. 1974 წლიდან ღონისძიებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მახინჯაურის საჯარო სკოლაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის, ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს ლექცია-სემინარი - „აჭარაში დაცული წითელი ნუსხის სახეობები“.
სემინარს ესწრებოდნენ მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები. შეხვედრა საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა.
მოსწავლეებმა დარგის სპეციალისტებს საინტერესო კითხვები დაუსვეს და ასევე საინტერესო, ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრის დასასრულს კი, სკოლის ეზოში ბავშვებმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ საჩუქრად გადმოცემული, გადაშენების პირას მყოფი - წაბლის ხის ნერგები დარგეს.
„მახინჯაურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს - მაია დარჩიძეს, ნინო ჯიჯავაძეს, ნინო ბერიძეს, ქრისტინე ფახურიძეს საინტერესო, მწვანე დღისათვის და მადლობა ჩვენი სკოლის აქტიურ პედაგოგებს, საგნისა და დარგის სპეციალისტებს, ნაზიბროლა შარაძესა და ლელა თევდორაძეს შეხვედრის ორგანიზებისათვის. მადლობა მოსწავლეებს აქტიურობისა და ინტერესისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება