სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის სწავლების ახალი მოდელი შემუშავდა
27-12-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა, საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელი შეიმუშავა, რომლის პილოტირებაც თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა. 

ინტეგრირებული კლასის ახალ მოდელს და პილოტირების შედეგებს ექსპერტები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნლები გაეცნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან ახორციელებს ინტეგრირებული კლასის სერვისის მომსახურებას. ინტეგრირებული კლასი აღჭურვილია დამხმარე საგანმანათლებლო რესურსებით, ჰყავს ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებლები, საგნის მასწავლებელი, რომლებიც ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ მოსწავლეებთან მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და სოციალიზაციის გაზრდის მიზნით.

ინტეგრირებული კლასი საქართველოს 8 საჯარო სკოლაში (თბილისის №166, №72, №41, №132, №55, თბილისის კლასიკური გიმნაზია, ბათუმის №13 და რუსთავის №21) ფუნქციონირებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება