სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის წარმატება გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში
08-06-2021
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. აქვე აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობს გარემოსდაცვით პროექტებში და ერთ-ერთი აქტივობის შესახებ ახლა გიამბობთ:

ქუთაისის, იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლამ, კრწანისის ტყე-პარკში, გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში - „ბუნების სტუმარი“ - დამსახურებული მესამე ადგილი მოიპოვა. 2021 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, კრწანისის ტყე-პარკში, ავსტრიის საელჩომ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ და CENN-მა ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოს დამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის გამოფენა გახსნა.

უნიკალური ხელოვანისა და გარემოსდამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის გამოფენა ღია ცისქვეშ, კრწანისის ტყე-პარკში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები კი იყვნენ: ავსტრიის საელჩო, ავსტრიის განვითარების სააგენტო, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და CENN- კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება.

„ჩვენის სკოლის მოსწავლეებმა: ნანო ჯიბუტმა, მარიტა გეწაძემ და ნია მამალაძემ (პედაგოგი მარინე რუსაძე) გამოფენაზე - „ბუნების სტუმარი“ წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები, რომელთაგან ერთ-ერთის - მარიტა გეწაძის ნახატმა გამოფენაზე წარდგენილ კონკურსანტთა ნამუშევრებს შორის მესამე ადგილი მოიპოვა. გამარჯვებულს ჯილდო და სიგელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადასცა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გამოფენას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.

აღსანიშნავია, რომ CENN არის კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც ორიენტირებულია გარემოს დაცვაზე. ასევე აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსის ორგანიზატორია, რომელშიც ჩვენი სკოლა ყოველწლიურად  მონაწილეობს“, - აღნიშნულია ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება