| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ბავშვთა უფლებათა კონვენციას გაეცნენ.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულიია გააცნოს უფროსებს და ბავშვებს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები. ამასთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის - „ძალა ერთობაშია“ ფარგლებში 2021 წლის პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, პროექტის განმახორციელებელიმა გუნდმა ნათია ფუტკარაზემ, ნონა ხმალაძემ, ირმა გელაძემ I-IV კლასის მოსწავლეებს კონვენცია გააცნო.
მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით კონვენციის მუხლების მიწოდება ანიმაციური ფილმების სერიით - „ბავშვთა უფლებათა კონვენცია ანიმაციაში“ მოხდა.
მოსწავლეთა შორის გაიმართა საინტერესო დიალოგი და დისკუსია ყოველი მუხლის განხილვის თაობაზე. პროექტის განმახორციელებელი გუნდი თვლის, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საკუთარი უფლებების შესახებ ცოდნის ამაღლებას და დაცვას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა
სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ