სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ანაზღაურება 1 200 ლარია - ახალი ვაკანსიები მანდატურის სამსახურმა სოციალურ მუშაკებზე გამოაცხადა
03-06-2021
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახალ ვაკანსიებს, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის შესარჩევად,  აცხადებს. უწყება მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 კადრის აყვანას გეგმავს. 

სოციალური მუშაკის ანაზღაურება 1 200 ლარით არის განსაზღვრული. კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 3 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

განაცხადის შესავსებად იხილეთ - სააპლიკაციო ფორმა

 
ვაკანტური ადგილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით: 

თბილისისა და მცხეთა მთიანეთის ცენტრი
ქ. თბილისი - 3 ვაკანსია;
მცხეთის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი -2 ვაკანსია;

შიდა ქართლის ცენტრი
გორის მუნიციპალიტეტი - 1 ვაკანსია;

ქვემო ქართლის ცენტრი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
მარნეულის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი
ახალციხის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი -2 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
ქ. ფოთი - 1 ვაკანსია;

აჭარისა და გურიის ცენტრი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია;
ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 1 ვაკანსია;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია.

კონკურსის პირობები და კანდიდატისთვის წაყენებული ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი;
  • სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება