სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის -„ფინანსური წიგნიერება“ ფარგლებში, უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია მოისმინეს
03-06-2021
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტ „ფინანსური წიგნიერების“ ფარგლებში ქუთაისის აკ.წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია მოისმინეს.

„2021 წლის 2 ივნისს სასკოლო პროექტ „ფინანსური წიგნიერების“ ფარგლებში შედგა შეხვედრა ქალაქ ქუთაისის აკ.წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორ ქ-ნ დალი სოლოღაშვილთან და ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორ ქ-ნ თამილა არმანია-კეპულაძესთან. 

ლექცია წარმართა ქ-მა დალი სოლოღაშვილმა. თემაზე: „ბუღალტრული აღრიცხვა“. მან გააკეთა მოკლე მიმოხილვა თემის ირგვლივ. მოსწავლეებისათვის მზად ქონდა ე.წ. ბუღალტერთა სალაპარაკო ენა-ანგარიშთა გეგმა, რომ მათ თავად გაეკეთებინათ ბუღალტრული ბალანსი. ამ გეგმის გამოყენებით მოსწავლეებმა აწარმოეს ლაშქრობა/ექსკურსიის ხარჯთაღრიცხვა, გაეცნენ დებეტ-კრედიტ ტერმინებს და ჩაწვდნენ მის არსს. შეძლეს შეექმნათ ბალანსი, რომელიც მათთვის პირველი ნაბიჯები იყო ამ სფეროში. ქ-მა დალიმ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე წარმართა ლექცია, რამაც ინტერესი გამოიწვია და საკმაო აქტიურობა აუდიტორიის მხრიდან. ქ-მა თამილა არნამია-კეპულაძემ ისაუბრა ბუღალტრული ენის სპეციფიკურობაზე და აქტიურ გამოყენებაზე სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლოს ქ-მა დალიმ აღნიშნა,რომ ბუღალტერია, აუდიტის მომსახურება, ბიზნეს ადმინისტრირება საინტერესო და გამოყენებადი პროფესიებია. ნებისმიერი პროფესიის არჩევისას მათი მიზანი უნდა იყოს გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები.

დღევანდელი დღე საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ჩვენი მოსწავლეებისათვის, რაც ერთხმად აღნიშნეს შეხვედრის დასასრულს.

ქ-მა დალიმ სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს ჩვენს სკოლასთან და N40 სკოლის მოსწავლეებს ქონდეთ შესაძლებლობა დაესწრონ უნივერსისტეტში მის მიერ ჩატარებულ ლექციებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება