სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბულინგის პრევენციის მიმართულებით სხვადასხვა ტრენინგს ახორციელებს
25-12-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივით სკოლებში ბულინგის თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისისა და რუსთავის სკოლების დირექტორები დაესწრნენ.

შეხვედრაზე სკოლის დირექტორებმა, არასამთავრობო სექტორისა და ცენტრის წარმომადგენლებმა სკოლაში ბულინგისა და ძალადობის პრევენციაზე იმსჯელეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

ბულინგი 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად რჩება. იგი იგეგმება და ვითარდება არა მხოლოდ ხილულ გარემოში, არამედ სოციალური ქსელების და ინფორმაციულ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. შესაბამისად, ბულინგის პრევენცია და მართვა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შეხვედრის მონაწილეების აზრით, ბულინგის ფაქტების პრევენცია და დაძლევა სწორედ ადმინისტრაციის, მასწავლებლების და მშობლების აქტიური თანამშრომლობით არის შესაძლებელი.
სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, გია მურღულიას ინიციატივით, იგეგმება სხვა შეხვედრებიც, სადაც ასოციაცია დირექტორებთან ერთად შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებს ყველა იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც შესაძლოა სკოლებში ბულნგის პრევენციასა და მართვაში იყოს ჩართული.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა სკოლის ადმინისტრატორებთან ერთად ამ მიმართულებით ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილა, მათ ღია თანამშრომლობისკენ მოუწოდა და ის დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო, რომლებიც სკოლებს ბულინგის პრობლემასთან ეფექტიანად გამკვლავებაში დაეხმარება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბულინგის პრევენციის მიმართულებით როგორც დირექტორებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის სხვადასხვა ტრენინგს ახორციელებს. 

ბულინგის პრევენციის კომპონენტი ცენტრის მიერ შემუშავებულ სხვადასხვა მოდულშია ინტეგრირებული, თუმცა ამ მხრივ აღსანიშნავია სატრენინგო კურსი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის „ლიდერობის აკადემიის“ ტრენინგ-მოდული „თანასწორობის საკითხები“, რომელსაც ყველა საჯარო სკოლის დირექტორი 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით გაივლის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება