სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ საკალათბურთო გუნდის მოთამაშეებსა და მწვრთნელს გამარჯვება მიულოცა
21-12-2017
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საკალათბურთო გუნდის მოთამაშეებსა და მწვრთნელს გამარჯვება - 2017-2018 წლის „ა“ ლიგაში თამაშის მოპოვების უფლება მიულოცეს.

შეხვედრა კსუ-ს კანცლერმა ვახტან წივწივაძემ გახსნა და საუნივერსიტეტო მასშტაბით, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა. მისი თქმით, აკადემიურ წარმატებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტულ აქტივობებსაც, რომლებიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ასევე ჯეროვნად დაფასდება.

კანცლერმა ამ წარმატებისა და ღირსეული ასპარეზობისათვის, თითოეულ კალათბურთელს, მათ მწვრთნელს - ლევან ტყეშელაშვილსა და რექტორის მოადგილეს სპორტული და მასობრივი მუშაობის დარგში - ამირან სანიკიძეს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის აქტიურ ჩართულობასა და სპორტული გუნდის მხარდამჭერებზე გამახვილდა, რომლებიც თითოეულ თამაშს ესწრებიან და აქტიურად ქომაგობენ კალათბურთელებს.

კალათბურთელებს „ა“ ლიგაში მოხვედრა კსუ-ს ადმინისტრაციისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

2017-2018 წლის „ა“ ლიგის თამაშები იანვრიდან განახლდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება