სიახლეები
სკოლები

თორიის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპორტული ღონისძიებით აღნიშნეს
01-06-2021
-
+


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისიდან, ყოველ წელს აღინიშნება და მას მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს - ეს დღე შეხსენებაა, ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

ისტორია კი ბევრად ადრე -  1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს? - ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, თორიის საჯარო სკოლა სპორტული ღონსიძიებით გამოეხმაურა.

„მოვაწყვეთ სპორტული შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სკოლის ყველა მოსწავლემ. ძალიან მხიარული თამაშები იყო, რაც მთავარია, ბავშვებიც ძალიან მხიარულები იყვნენ. ბავშვების მომღიმარი სახეებიდან მოჩანდა ეს ყველაფერი. ამით ვცდილობდით, გაგვეხალისებინა მათი ცხოვრება, რადგან ისინია ჩვენი მომავალი. გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ლაღ და ღიმილიან ბავშვობას გისურვებთ!“, - აღნიშნულია თორიის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - დოკუმენტი მუნიციპალურ ბაღებს ეხება

 

როგორ მოიპოვებენ აბიტურიენტები სახელმწიფო გრანტს - დეტალური ინფორმაცია 

მასწავლებლობა 5 წლით აგეკრძალებათ თუ... - რა ცვლილებები შევიდა კანონში 

ბავშვების უმეტესობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია თავისი უფლებების შესახებ - სახალხო დამცველი სპეციალური ანგარიში

სწავლა 13 მაისიდან განახლდება - ნახეთ, კიდევ როდის ისვენებს სკოლები და ბაღები მაისში

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითმა უნარებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

„დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებს მოსწავლეებთან მუშაობისა და ტურებში მონაწილეობის ორგანიზებისთვის“

საინტერესო, დაძაბული, მაგიური და აზარტული ფინალური ტური გაიმართა
 

„მოსწავლეებმა მოისმინეს საჯარო ლექცია, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ლაბორატორიები, მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სიმულაციებში...“

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგი სპორტული მზაობა გამოავლინეს

საინტერესო

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება