სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღები შესაძლოა, ფასიანი გახდეს
22-12-2017
-
+


„საბავშვო ბაღები შესაძლოა, ფასიანი გახდეს“ -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბავშვების ნაკადი ძალიან დიდია და სახელმწიფო დანახარჯებს ვეღარ წვდება.

„კარგია, რომ ბევრი ბავშვია და ბევრ ბავშვს უნდა სწავლა, მაგრამ კატასტროფულად იზრდება მოთხოვნა ფინანსურ რესურსზე, ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტებში და ბიუჯეტი ძალიან რთულად აუდის ამ მზარდ დანახარჯებს,“ - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდეს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბაღის გადასახადი გარკვეული ტიპის ოჯახებმა უნდა გადაიხადონ. თუმცა, როგორც მან თქვა, ეს არის ნედლი იდეა, რომელიც დამუშავებას საჭიროებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად გამოვნახავთ იმ გზას, რომ ერთი მხრივ, ეს მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე დავაკმაყოფილოთ, მაგრამ მეორე მხრივ, მოვნახოთ მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან შეძლებული ადამინებისთვის და ეს არ უნდა იყოს 70 ათასი ქულა, ეს უნდა იყოს გაცილებით უფრო მაღალი ბარიერი - ორჯერ, სამჯერ მაღალი ბარიერი, მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ. ეს არის ჩემი ძალიან ნედლი აზრი, რომელსაც მთავრობაში ვიხილავთ, გარკვეული წინასწარი მსჯელობა გვქონდა. მინდა გთხოვოთ, ჩაერთოთ მსჯელობაში როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე არ არის გამორიცხული, იყოს ოპოზიციის აქტიური მონაწილეობა. ვიპოვოთ ფორმულა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა, მაგრამ მეორე მხრივ, საჭიროებაზე ორიენტირებული კომპონენტები შემოვიტანოთ. საერთოდ, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით უნდა შემოვიღოთ მექანიზმები, რომლებიც გაცილებით მეტად შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება. მე თანხის დაზოგვაზე არ ვსაუბრობ - ვსაუბრობ გაჭირვებული ადამიანების ან საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ბაღის გადასახადს ვერ იხდიან, მათი უზრუნველყოფა გახდეს უფრო მაღალხარისხიანი, მათი დახმარება უფრო მასშტაბური, მაგრამ შედარებით შეძლებულ ადამინებს მოუწიოთ გადასახადის გადახდა. ეს უფრო სამართლიანიც იქნება და გააუმჯობესებს იმ ადამიანებისთვის მიღებულ სერვისებს, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად საჭიროებენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება