სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არავინ აბრუნებს მანდატურებს ისეთი სახით, როგორიც იყო, საპატრულო პოლიციას კი სკოლაში არაფერი ესაქმება“- შს მინისტრი
22-12-2017
-
+


„არავინ აბრუნებს მანდატურებს ისეთი სახით, როგორიც იყო, საპატრულო პოლიციას კი სკოლაში არაფერი ესაქმება,“ - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ცვლილებები დაგეგმილია მანდატურის ინსტიტუტის დაქვემდებარების მიმართულებით. გიორგი გახარიას ინფორმაციით, მანდატურის ინსტიტუტის ეფექტიანობის მიზნით შექმნილი ინიციატივები, პარლამენტს რამდენიმე დღეში გაეგზავნება.  

„მანდატურების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით წამოწყებულმა ინიციატივებმა გაურკვეველი სპეკულაციები გამოიწვია. პირველი - არავინ აბრუნებს მანდატურებს ისეთი სახით, როგორიც იყო; მეორე - საპატრულო პოლიციას სკოლაში არაფერი ესაქმება; მესამე - უწყებათაშორის კომისიაში ფაქტობრივად უკვე ჩამოყალიბებული აქვთ ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მანდატურების ეფექტურობის ხარისხის გასაზრდელად. ეს ინიციატივები პარლამენტს რამდენიმე დღეში გაეგზავნება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ მათი დაქვემდებარებულობის საკითხი. მანდატური არ უნდა ექვემდებარებოდეს სკოლის დირექტორს, უბრალოდ ინტერესთა კონფლიქტია. ამასთან, დღევანდელი კანონდებლობით მანდატური შეუძლია გახდეს საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდას 20 წლიდან, რაც უბრალოდ არალოგიკურია, ამიტომ მსგავსი ტექნიკური ჩასწორებები ბევრი იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, გადაიხედება მანდატურთა სამსახურში მიღების, გადამზადების და სკოლის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში ყოფნის საკითხები, ასევე შიდა პერიმეტრის მონიტორინგის სქემები.

„ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს შედარებით პრობლემური სკოლები, სადაც გაზრდილია რისკი, ასეთი საფრთხეები არსებობს, ასეთ სკოლებში განსაკუთრებით მჭიდრო იქნება ურთიერთთანამშრომლობა მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება