სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის გამოცხადდება გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია?
21-12-2017
-
+


გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია იანვარში გამოცხადდება. ამის შესახებ Etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

„იანვრის დასაწყისში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას, სადაც რეგისტრაციის ზუსტი თარიღი იქნება მითითებული. რეგისტრაცია იანვარში, ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ გამოცხადდება, როდესაც მასწავლებლები უკვე სკოლაში იქნებიან, რადგან სკოლის eSchool-ით უნდა დარეგისტრირდნენ,“ - განგვიმარტეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გარე დაკვირვების კომპონენტის პილოტირება ნოემბერში დაიწყო. პილოტირების პროცესში ორი რეგიონის, იმერეთისა და შიდა ქართლის სკოლების უფროსი მასწავლებლები იყვნენ ჩართულები.

2018 წლის იანვრიდან კი პილოტირების შედეგების შეფასების შემდეგ, გარე დაკვირვება საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ამოქმედდება.

გარე დაკვირვების გავლა ყველა იმ უფროსს მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით მოპოვებული აქვს 13 კრედიტქულა და გასავლელი აქვს გარე დაკვირვების სავალდებულო კომპონენტი.

გარე დაკვირვების წესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ბრძანებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება