სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებლების მოლოდინები კომპლექსურ დავალებებზე - „მშობელი გააკეთებს და არა მოსწავლე“, „ბავშვები დაიღლებიან“, „მობეზრდებათ“
02-06-2021
-
+


ახალი სკოლის მოდელი მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის დანერგვაზეა ორიენტირებული, სკოლებში კომპლექსური დავალებები სრულდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, კომპლექსური დავალების გავლენა მოსწავლეზე ძალიან დიდია, რადგან სწავლების ახალი მეთოდი მოსწავლეზეა ორიენტირებული.

პედაგოგები, რომლებსაც კომპლექსური დავალებები მოსწონთ, ამბობენ, რომ დავალებებზე მუშაობამ თითოეული ბავშვი უფრო გაააქტიურა და მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართულები შემოქმედებით პროცესებში.

კომპლექსური დავალებების შესრულება მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას ნიშნავს, უფრო კონკრეტული განმარტებით კი კომპლექსური დავალებები მოსწავლის ღრმა მეხსიერებაში რჩება. ახალი სკოლის მოდელი მოსწავლის ისეთ განვითრებაზეა ორიენტირებული, რომ მოზარდმა შესასწავლი თემა არა დაიზეპიროს, არამედ ისე გაიაზროს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგეს.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობით მოსწავლეები ცხოვრებას უკავშირებენ იმას, რაც თეორიულად ისწავლეს. გარდა ამისა, ამ დავალებების შერულებისას დიდი ყურადღება ექცევა სწავლის სწავლას.

პედაგოგები, რომლებიც ახალი სკოლის მოდელის ტრენინგებში ბოლო პერიოდში ჩაერთვნენ და კომპლექსურ დავალებებს ახლა ნერგავენ პრაქტიკაში, ამბობენ, რომ იდეა კარგია, თუმცა პრაქტიკაში სხვა შედეგები მიიღეს.

„კომპლექსური დავალებების დროს ბავშვები დაიღლებიან, თეორიულად კარგად ჟღერს, თუმცა პრაქტიკაში იმავე შედეგებზე ვერ გავდივარ, ასეთი ტიპის დავალებაზე ვამუშავებ ბავშვებს და მოტივაციას ვერ ვამჩნევ, ეზარებათ, დარწმუნებული ვარ, მობეზრდებათ ასე მუშაობა“,- ამბობს ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი.

სხვა სკოლის მასწავლებელი კი გულწრფელად გვიამბობს, რომ მას თავად ძალიან მოსწონს ახალი სკოლის მოდელი, თუმცა დავალებებზე ბავშვების ნაცვლად მშობლები მუშაობენ.

„ბუნებისმეტყველებას ვასწავლი და როდესაც გადავწყვიტე, დაწყებითი კლასის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე მემუშავებინა, აღმოჩნდა, რომ პატარების ნაცვლად დავალება მათმა მშობლებმა შეასრულეს. ამიტომ, ვშიშობ, რომ მომავალშიც ამ დავალებას მშობელი გააკეთებს და არა მოსწავლე, რაც ეფექტიან შედეგებს ვერ მოგვცემს“, - ამბობს პედაგოგი.

ასეა თუ ისე, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ახლა ინერგება სკოლებში, შედეგებს კი წლების შემდეგ გავაანალიზებთ. როგორც ცნობილია, პროექტი, 2024 წლამდე, ყველა სკოლას მოიცავს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება