სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქალწულს და მორიელს სირთულეები, ტყუპებს ვარსკვლავური დრო აქვს: ეს კვირა ყველა ნიშანმა გამოიყენეთ, შემდეგში კოსმიური შტორმი იწყება
31-05-2021
-
+


ეს კვირა არის ივნისში ძალიან კარგი კვირა, შემდეგიდან უკვე კოსმიური შტორმის ზონა იწყება და დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის. ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ და საქმეები მოაგვაროთ.

თითოეული ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:

ვერძი: ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, ჯანმრთელობა მდგრადია, ემოციურად ძლიერი ხართ. დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გაქვთ, რაზეც საინტერესო იდეებს დააშენებთ. ახლობლებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. საინტერესო კონტაქტების დამყარებას და ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას შეძლებთ. ფინანსურად ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ.

კურო: ამ კვირაში ძალიან იაქტიურეთ საქმიანი კუთხით, ფინანსურადაც კარგი პერიოდი გაქვთ. ურთიერთობის გაუმჯობესებას და იდეები რეალიზებას შეძლებთ. თუმცა ენერგოტონუსი ეცემა, მიეცით ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის. შემდეგი კვირიდან წარმატების ფაქტორი გიმცირდებათ.

ტყუპები: მთავარი ფავორიტი ხართ, თქვენი დროა. ყველაზე აქტიური, ეფექტური, შარმიანი, ელეგანტური ხართ. თქვენი იდეები ბევრს მოიზიდავს, როგორც ხელმძღვანელებს, ისე კოლეგებს. გამოავლენთ ლიდერულ, ორგანიზატორულ ნიჭს. თქვენს იდეებს ოქროს ფასი აქვს, პოპულარიზაციის, ავტორიტეტის ზრდისთვის, პროფესიული განვითარებისა და პირადი ურთიერთობისთვის კარგი დროა. ყველა ცდილობს თქვენი რჩევა მიიღოს.

კირჩხიბი: საქმიანი კუთხით პოზიტიური შესაძლებლობები გაქვთ, ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. თუმცა თქვენი ორგანიზმის იმუნიტეტი კლებულობს, ამიტომ ნუ გადაიღლებით. კოსმოსი თქვენგან ითხოვს საიდუმლოს დაცვას. დაბადების წლ

ლომი: აქტიური და ენერგიული ხართ, რის გამოც ზედმეტად ემოციური ხართ. ამან კი შეიძლება შეცდომები დაგაშვებინოთ. ამიტომ ეს პერიოდი ორმხრივია - კარგი და უარყოფითი ტენდენციები გაქვთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ. 

ქალწული: არ არის მსუბუქი პერიოდი თქვენთვის, არ გადაიღალოთ და არ გაცივდეთ. თუ ამას შეძლებთ, საკმაოდ კარგი დროა. თქვენს იდეებს მოიწონებენ, შეიძლება სპონსორიც იპოვოთ. კარიერული განვითარებისთვის კარგი დროა.

სასწორი: ეთიკური, ელეგანტური, დახვეწილი და მიმზიდველი ხართ. ყველაფერი გამოგდით. დიპლომატია გემატებათ, კონტაქტებს დაამყარებთ.

მორიელი: სასიყვარულო პარტნიორებისა და ახლობლებისგან თანადგომას იგრძნობთ. თქვენი ენერგოტონუსი შემცირებას იწყებს. საქმიანი კუთხით ჯერ კიდევ გაქვთ პოზიტიური ტენდენციები, მათ შორის მატერიალური მდგომარეობისა და ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

მშვილდოსანი: აქტიური, ქარიზმატული და ენერგიული ხართ. ყველა სახის წარმატების შანსი გაქვთ. კარგი დროა, როგორც პირადი ურთიერთობების, ისე საქმიანი კუთხით. არნახულად კონტაქტური და ორატორი ხართ. წარმატებისთვის საჭიროა, იაქტიუროთ.

თხის რქა: საუკეთესო დროა შვილებთან საურთიერთოდ. ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ, შრომისუნარიანობით და ნებისყოფით წინ წახვალთ. ორიგინალურს ნურაფერს გამოიგონებთ, ვერავის გააოცებთ.

მერწყული: ერთ-ერთი წარმატებული ხართ, წინსვლის პერიოდი გაქვთ. საინტერესო კონტაქტების დამყარებას შეძლებთ.

თევზები: იყავით აქტიური, ინტუიცია გიწყობთ ხელს სწორი არჩევანის გაკეთებაში. პარტნიორული ურთიერთობისთვის კარგი პერიოდია. ძალიან კარგი შემოქმედი ხართ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მათ თავიანთ დამრიგებლებთან ერთად სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პატარა ხელებით შექმნილი სილამაზე და დიდი სიყვარულით გაფერადებული შემოდგომა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება