სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე გიორგი მარგველანმა ჭადრაკის ტურნირში I ადგილი დაიკავა
28-05-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე გიორგი მარგველანმა, ჭადრაკის ტურნირში, თავის ასაკობრივ კატეგორიაში I საპრიზო ადგილი დაიკავა. დირექციამ გიორგის სკოლის წარმატებით წარმოჩენისთვის საჭადრაკო კომპლექტი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის თამარ მეფის სახელობის სამრევლო სკოლისა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის -  ღია სამოქალაქო პლატფორმა „ლატლიიშდის" შენობაში ჩატარდა ილია გირგვლიანის სახელობის ტურნირი ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა მიიღეს: დაბა მესტიის, ლატალის, ნაკრის, იფარის, კალის, მულახის, იელისა და ბეჩოს სკოლის მოსწავლეებმა. ტურნირში ჩართული იყვნენ უფროსი ასაკობრივი კატეგორიის მონაწილეებიც.

საპრიზო ადგილებზე გასული ( I, II, III ადგილები) მონაწლეები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და სამახსვრო საჩუქრებით. აგრეთვე, პირველ ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ ფულადო პირიზებითაც.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლიდან ტურნირში მონაწილეობა მიიღო VI კლასის მოსწავლემ გიორგი მარგველანმა, რომელმაც თავის ასაკობრივ კატეგორიაში დაიკავა I საპრიზო ადგილი.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლა ულოცავს გიორგის ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას და მადლობას უხდის მის ტრენერს - ამავე სკოლის ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებელს სპარტაკ ცინდელიანს (იღუმენი მამა კვირიკე), რომელმაც დიდი მუშაობა გასწია გიორგის მოსამზადებლად.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის დირექციამ გიორგის დამატებით გადასცა საჭადრაკო კომპლექტი და სიმბოლური საჩუქრები სკოლის წარმატებით წარმოჩენისა და მოტივატიის ამაღლებისათვის. 

მადლობას ვუხდით ამ ღონისძიების სულისჩამდგმელს -  სოფელ ლატალის მოძღვარს არქიმანდრიტ ეგნატეს, აგრეთვე, მადლობას ვუხდით სოფელ იელის მოძღვარს - დეკანოზ მამა არჩილს და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით სოფელ კალის მოძღვარს და გიორგის მასწავლებელს - იღუმენ მამა კვირკეს ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული წვლილისთვის“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება