| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროექტი - „კომპიუტერული ლაბორატორია“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა ეკატერინე ჩიტაურმა ევროკავშირის დაფინანსებით ENPARD - ის პროგრამის ფარგლებში განახორციელა, რომლის თანამონაწილეა დედოფლისწყაროს მერია.
„არხილოსკალოს საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ს და მის ჯგუფს, ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშვილის პროექტის თანადაფინანსებასა და მის განხორციელებაში.
ევროკავშირის პროგრამა ENPARD -ის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტი - „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად საგრანტო კონკურსებს აცხადებს.
კონკურსის მესამე ეტაპის, სოციალური/საგანმანათლებლო პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაა.
ქალბატონმა ეკატერინემ განაცხადა, რომ განხორციელებული პროექტი ხელს შეუწყობს სოფელს, სკოლას, მასწავლებელს და მოსწავლეს დასახული მიზნების და გეგმების სრულყოფილად განხორციელებას ტექნიკური თვალსაზრისით. ასევე მადლობას უხდის ევროკავშირის პროგრამა ENPARD და მის ჯგუფს, რომ მისცა შესაძლებლობა, განეხორციელებინა თავისი ოცნება, „სასიამოვნო გარემო სკოლის კედლებში, ტექნოლოგიების სწავლებისას“ ასევე, სკოლის დირექციას - ქალბატონ მაია სიმონიძეს, დედოფლისწყაროს მერს ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშვილს, მერის მოადგილეს ბატონ მალხაზ მერაბიშვილს და არხილოსკალოს გამგეობის თანამშრომელს ქალბატონ მარინე წიკლაურს და ყველას ვინც მცირედი წვლილი შეიტანა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.... ყველაზე მთავრი კი ოჯახს, რომელიც მაქსიმალურად უდგას გვერდით მიზნის მიღწევისას.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება