სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სპორტული ფესტივალი ჩატარდა
27-05-2021
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გათვალისწინებული სპორტული ფესტივალი ჩატარდა. სპორტულ აქტივობაში ბავშვებთან ერთად კლასის დამრიგებლებიც ჩაერთვნენ. გამარჯვებულ გუნდებს სკოლის მიერ დაწესებული გარდამავალი თასები გადაეცათ.

„მხიარულ სტარტებში“ ოთხივე პარალელური კლასი მონაწილეობდა. ისინი წინასწარ გაეცვნენ თამაშებს და ვარჯიშების შედეგად, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის დახმარებით თითოეული კლასის ნაკრები გუნდები - 10 ბიჭისა და 6 გოგონას შემადგენლობით შეარჩიეს.

გუნდები კენჭისყრის შედეგად დაწყვილდნენ, თამაშები მეტად საინტერესოდ და  ემოციურად წარიმართა. ბავშვები შეჯიბრების პერიოდში მაქსიმალურ შესაძლებლობებს ავლენდნენ. ფინალში გავიდნენ მე-5-ა და მე-5-ბ კლასის გუნდები.

გამარჯვებისათვის ასპარეზობა საინტერესოდ წარიმართა - ბოლო თამაშში (ბაგირის გადაძალვა) მონაწილეობა ბავშვებთან ერთად კლასის დამრიგებლებმაც მიიღეს, რომელმაც მეტი ემოციურობა შესძინა შეჯიბრებას.

არჩეული ჟიურის მიერ შეჯამდა 4 მოძრავ თამაშში გუნდების მიერ დაგროვილი ქულები და საბოლოო შედეგი 18-18 დაფიქსირდა.
ორივე გამარჯვებულ გუნდს (მე-5-ა და მე-5-ბ კლასების დამრიგებლები: ნინო ბანცაძე და თეა მეშველიანი) გადაეცათ სკოლის მიერ დაწესებული გარდამავალი თასები, რომელიც სპორტის პედაგოგებმა გულნარა ბზიკაძემ და ბესიკ ჯანელიძემ გადასცა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება