სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგმა სტატუსი ჯერ უნდა შეინარჩუნოს, თუ პირდაპირ წინსვლაზე უნდა იფიქროს?
04-03-2018
-
+


მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლების ოთხ სტატუსს განსაზღვრავს: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი.

პედაგოგის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება, ან შენარჩუნება, ან შეწყვეტა დამოკიდებულია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე.

ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსები მასწავლებელს მიენიჭება, თუკი იგი დააგროვებს შესაბამისი სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ კრედიტქულებს სქემითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში.

თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს სტატუსის შენარჩუნებისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მას უწყდება მინიჭებული სტატუსი და ენიჭება ქვედა სტატუსი, ან უწყდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში.

პედაგოგმა სტატუსი ჯერ უნდა შეინარჩუნოს, თუ პირდაპირ წინსვლაზე უნდა იფიქროს? - ამ კითხვით Etaloni.ge-ს რამდენიმე პედაგოგმა მიმართა. როგორც მაწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, ეს ორი საკითხი ერთმანეთისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია:

„პედაგოგმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სურს - ან უნდა შეინარჩუნოს სტატუსი, ან უნდა შეიცვალოს (უფრო მაღალი სტატუსი მოიპოვოს). ეს დამოკიდებულია მათ აქტივობებზე, დაგროვილ კრედიტებზე. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს ორი საკითხი - სტატუსის შენარჩუნება და წინსვლა ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია,“ - აღნიშნავენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება