სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია მელქაძე, მოსწავლეებთან ერთად, დედაენის დღისადმი მიძღვნილ საინტერესო ღონისძიებას დაესწრო
26-05-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია მელქაძე, მეათე კლასის მოსწავლეებთან ერთად, ბოლნისის სასულიერო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. 

„1978 წლის 14 აპრილს თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა. საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ კომუნისტური პარტიის მცდელობას, რომელიც ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლისკენ იყო მიმართული. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუცია მიიღეს, საქართველოს უზეენაესი საბჭო კი განიხილავდა ახალ კონსტიტუციურ გეგმას, რომლის მიხედვითაც ქართული აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. საპროტესტო ტალღამ კი კულიმინაციას 1978 წ 14 აპრილს მიაღწია.

ქართული ენა სამშობლოს ენა, ტრადიციების ენაა. ქართული ენის გადასარჩენად ჩვენმა წინაპრებმა მრავალი ომში მიიღეს მონაწილეობა, ბევრი სისიხლი დაღვარეს. ქართულ ენას უგალობდა იოანე ზოსიმე.

მიუხედავად იმისა, რომ სავანეთის საჯარო სკოლა აზერბაიჯანულია, მოსწავლეებმა კარგად იციან ქართული ენა, უყვართ და აფასებენ, სწორედ ენის სიწმინდეს მიეძღვნა ბოლნისის სასულიერო სკოლაში დაგეგმილი ღონისძიება, რომელზეც მიწვეული იყო სავანეთის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი მაია მელქაძე მეათე კლასის მოსწავლეებთან ერთად.

სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა მიწვეულ სტუმრებს შესთავაზეს ჩაი ტკბილეულთან ერთად, გაიცნეს ერთმანეთი, უპასუხეს ინტელექტუალურ შეკითხვებს, ჩაატარეს დისკუსია და ა.შ.  

მოსწავლეებმა ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლეს, გაცვალეს ინფორმაცია. ამგვარი შეხვედრები მეტად ნაყოფიერია და სასკოლო კულტურას აუმჯობესებს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება