სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა, რომ ბავშვებს სკოლის სიყვარული დაანახეთ“ - თბილისის N192 საჯარო სკოლამ მოსწავლის მშობლისგან ემოციური წერილი მიიღო
26-05-2021
-
+


თბილისის N192 საჯარო სკოლამ მოსწავლის მშობლისგან ემოციური წერილი მიიღო. მშობელი მადლობას უხდის შვილის დამრიგებელ ნათია ფოჩხიძეს და ასევე სხვა პედაგოგებს მოსწავლეებზე ზრუნვისთვის.

„დღეს პირველი კლასის ბოლო დღე გვქონდა,საკმაოდ რთულმა წელმა ვფიქრობ კარგად ჩაიარა, მადლობა უფალს, ბავშვებმა ბოლოს მაინც შეძლეს არა ონლაინ სწავლა, მადლობა ნათია მასწავლებელო თქვენ და თქვენს კოლეგებს, რადგან ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბავშვებს სკოლის სიყვარული დაანახეთ. 

დღევანდელი დღისთვის ვიფიქრეთ განსაკუთრებულად მოზადებულიყავით, ბავშვების სამომავლო გეგმები (ვინ უნდა გამოვიდე?)  ქილაში მოვათავსეთ, სურვილები ჩაიფიქრეს და ჰაერში ბუშტების სახით გაუშვეს, 11 წლის შემდეგ გავხსნით ამ ქილას და ვნახავთ ვისი სურვილი ახდა და ვინ შეიცვალა აზრი (ალექსანდრას სიაზე ბევრი ვიცინეთ.)

ჩვენთვის ეს დღე ძალიან განსაკუთრებულია, ამიტომ გიზიარებთ ჩვენს სიხარულს. გილოცავთ ბავშვებო, გისურვებთ სწორ გზაზე გევლოთ, ისწავლეთ არა იმისათვის, რომ მაღალი ქულები მიიღოთ, გაიხსენეთ რა გსურთ მომავალში და ისწავლეთ იმისათვის, რომ თქვენს სფეროში მომავალში საუკეთესოები იყოთ, თქვენი თითოეულის სახელი და გვარი კი ჩვენთვის საამაყო.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნათია მასწავლებელო თქვენ და მთელ კოლექტივს“, - წერს ალექსანდარას მშობელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება