სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ცხოვრების რვა წელი გამილამაზეთ“ - ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგი სადამრიგებლო კლასს ემშვიდობება
26-05-2021
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლას კიდევ ერთი თაობა ემშვიდობება. ბოლო ზარის დღე განსაკუთრებულად ემოციური იყო მე-12 კლასის დამრიგებლისთვის, რომელმაც მოსწავლეებს ერთად გატარებული რვა წელი შეახსენა.

„ბოლო ზარი“ - კიდევ ერთი თაობა ემშვიდობება თავის საყვარელ სკოლას სიხარულით ანთებული თვალებით. თუმცა, ჩვენი თვალები სევდას ვერ მალავს.  ძნელია განშორება. ამ დღეს ყველა აღტაცებით ველოდით, მაგრამ საკუთარ კლასთან განშორება ძალიან ძნელი ყოფილა. სიტყვებს ვერ ვპოულობდი, როდესაც კიდევ ერთხელ  მინდოდა მეთქვა თქვენთვის, რომ მიყვარხართ უფრო და უფრო, მეამაყებით და მეიმედებით. ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდით, ჩემი ბავშვები!
თქვენა ხართ ჩემი „პირველები“.

ჩემო ძვირფასებო! დიდი სიყვარულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, სიკეთით, ბედნიერებით, წარმატებებით სავსე, ნაყოფიერ მომავალს. მე მჯერა თქვენი, რომ ნამდვილ ქართველ პიროვნებებად ჩამოყალიბდებით! 

მადლობა ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლას თანადგომისთვის, სიყვარულისთვის! სადაც ესთეტიკური გემოვნებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და რწმენისადმი მორჩილებით იზრდებიან თაობები.          

მადლობა საუკეთესო მასწავლებლებს, დიდია მათი ღვაწლი! 

მადლობა თქვენ, პირველ მასწავლებელს მაკა ლაღაძეს. 

მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის, დაფასებისთვის.

მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასებო! ჩემი ცხოვრების ეს რვა წელი გამილამაზეთ. ყოველი დღე იყო დღესასწაული, დაუვიწყარი, სავსე სითბოთი, სიყვარულით და სიხარულით. დღემდე მომყვება, მაძლიერებს და მათბობს ეს ყოველივე!
მადლობა ჩემო სიხარულებო! 

გზას დაგილოცავთ! 

დიდი სიყვარულით თქვენი ნათია მასწავლებელი“, - წერია პედაგოგის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება