| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ფოთის N12 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა, ზურა ჩანგელიამ მე-9 კლასში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი ჩაატარა.
„გაკვეთილზე წარმოადგინეს საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების ამსახველი ვიდეომასალა - ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. გაკვეთილი დისკუსიით გაგრძელდა. მოსწავლეებმა პედაგოგის ფასილიტაციით მიმოიხილეს საქართველოს ოკუპაციის საკითხები. მსჯელობა საინტერესოდ წარიმართა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება