სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სოციალური მუშაკების სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრირება საჭიროა მხოლოდ აუცილებელ გარემოებებში“-ნანა ჟორჟოლიანი, თბილისის N67 საჯარო სკოლის დირექტორი
20-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, ასევე ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N67 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა ჟორჟოლიანის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- ჩემი აზრით, სოციალური მუშაკების სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრირება საჭიროა მხოლოდ აუცილებელ გარემოებებში.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- ჩვენს სკოლაში სათანადოდ არის არის აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი. გვყავს პროფესიონალი, ყურადღებიანი ექიმი, რომელიც პირველად დახმარებას დროულად უწევს როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე, თანამშრომლებს. 

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?                                                                                                                                                                                                                        
- მოსწავლეთა  და მშობელთა პასუხისმგებლობის ამაღლედება. ისინი მეტად მობილიზებული იქნებიან სასწავლოსასწავლო პროცესთან დაკავშირებით; მშობლები ყურადღებას გაამახვილებენ და გააკონტროლებენ შვილების გაკვეთილზე დასწრებას,  შემცირდება არასაპატიო გაცდენები და დაგვიანებები. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდება.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- სკოლის საგნობრივმა კათედრებმა კვლევა-ანალიზი უნდა ჩაატაროს და დასახოს სხვადასხვა აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას. 

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- ვეთანხმები იმ აზრს,რომ სხვადასხვა საკითხის ჩამოყალიბებაში საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანების აზრი უნდა გაითვალისწინონ. ურთიერთთანამშრომლობა მასწავლებლის მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება