სიახლეები
საინტერესო

რამდენი ხანი უნდა დუმდეს მასწავლებელი გაკვეთილზე? - კვლევა
04-06-2021
-
+


ჩვეულებრივ ითვლება, რომ მასწავლებელი ბევრს უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ მართალია კი ეს შეხედულება და საინტერესოა პედაგოგმა საუბრისას როდის უნდა გააკეთოს პაუზა? როგორც მკვლევარებმა გაარკვიეს, დუმილი ზოგჯერ უკეთესი მასწავლებელია, ვიდრე მონოლოგი. ამ თემაზე მსოფლიოს მეცნიერების დასკვნებს გთავაზობთ:

საუბარი უნდა დაასრულო მაშინ, როცა ამის სურვილი გიჩნდება

როდის უნდა შეწვიტო საუბარი? თითქოს, საკითხი ელემენტარულია: როდესაც თემა ამოიწურა, ორივე მხარე მოწყენილია და საუბრის შეწყვეტის სურვილი აქვს. მაგრამ როგორც ჰარვარდის, პენსილვანიის და ვირჯინიის უნივერსიტეტების მეცნიერთა კვლევებმა აჩვენა ადამიანებს, ჩვეულებრივ, ამის გაკეთების უნარი არ აქვთ. საუბარი ადამიანებს შორის, როგორც წესი არ სრულდება, როდესაც ეს ერთ ან ორივე მოსაუბრესაც კი უნდა. Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში აღწერილია ამ ექსპერიმენტების შედეგები. ასეთივე კანონზომიერება ვრცელდება მასწავლებლის შემთხვევაშიც, როდესაც პედაგოგი ერთ მოსწავლეს ან კლასს ესაუბრება ან ახალ მასალას უხსნის. 

მკვლევარების აზრით, საუბარი, რომელიც ჩვენ ამდენ დროს გვართმევს და რიგი პროფესიების ნაწილია, ნაკლებად არის შესწავლილი. ამიტომ მათ 800-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს და მათი ბოლო საუბრის შესახებ ჰკითხეს. გამოკითხულთა დაახლოებით 67%-ს სურდა, რომ საუბარი ადრე დასრულებულიყო, მაგრამ წერტილის დასმა ვერ შეძლო. რესპონდენტების ნახევარი სწორედ საუბრის ხანგრძლივობაზე წუხდა: საუბარს ან ძალიან გრძლად ან ზედმეტად მოკლედ მიიჩნევდა. 

შემდეგ ფსიქოლოგებმა ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ 252 მოხალისე მიიწვიეს, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით წყვილებად დაანაწილეს და პირისპირ ნებისმიერ თემაზე საუბარი შესთავაზეს. მათ დრო შეუზღუდეს: არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 45 წუთსა.

შემდეგ თითოეულ მხარეს ეკითხებოდნენ პაუზის გაკეთების სურვილის, საუბრის შეწყვეტის განზრახვის, დაღლილობისა და ურთიერთობით კმაყოფილების შესახებ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დროულად დასრულებული საუბარი თითქმის გამონაკლისია: ეს მხოლოდ შემთხვევების 2%-ში მოხდა. ტიპური სიტუაცია: ადამიანებს სურთ გაჩუმდნენ, ამასთან, ეს ორივე მხარეს უნდა, მაგრამ საუბარი გრძელდება. მოხალისეთა დაახლოებით 60% თავს სწორედ ასე გრძნობდა. 

დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, რატომ ხდება ასე: ადამიანები თვლიან, რომ საუბრის ნაადრევად დასრულება თავაზიანი საქციელი არ აირს, მათ ჰგონიათ, რომ თანამოსაუბრეს მათი მოსმენა კიდევ სურს, მაშინაც კი თუ ისინი საუბრით დაიღალნენ. ის, კი ვინც თანმიმდევრულად საუბრობს რაღაცაზე, ეშინია, რომ მოკლე მონოლოგი არასაკმარისად საინტერესო იქნება და თემის შესახებ მის ინფორმირებულობას არ აჩვენებს. 




სწრაფად და შეყოვნების გარეშე

რაც ამ კვლევებიდან უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა და ნებისმიერი პროფესიის ადამიანებმა, რომლებსაც მოხსენებით გამოსვლა ან ლექციების ჩატარება უწევთ არის ის რომ: საუბრისას შეყოვნება და მოკლე გამოვლა კომუნიკაციას აუმჯობესებს და პირიქით. ადამიანები ლაპარაკობენ დიდხანს, მაგრამ სურთ, რომ მათ ყველაფერი უამბონ მოკლედ და ლაკონურად.

თუ ხანგრძლივ ლაპარაკს საუბრის სწრაფი ტემპი ემატება, მსმენელები ამას აღიქვამენ, როგორც შფოთვას და თავადაც უფრო ნერვიულები ხდებიან, პასუხისას არც ისე თანმიმდევრულად გამოთქვამენ აზრებს და არც ისე თავაზიანად და პოზიტიურად იქცევიან. ამას ამტკიცებს კორნელის უნივერსიტეტის ბრიტანელი სპეციალისტების კვლევა

მასწავლებლები განსაკუთრებით გამოუცდელნი, ხშირად ნერვიულობენ, რომ დრო ცოტაა, გაკვეთილის მასალა კი ძალიან ბევრი. ამიტომ ისინი გაუცნობიერებლად აჩქარებენ ტემპს და ზოგავენ პაუზებს. ამან შესაძლოა წაახალისოს მოსწავლეები ასეთივე საუბრისკენ, გაკვეთილზე დისკუსიის დროს კი თანაკლასელებთან საუბრის კულტურის შესახებაც დაივიწყონ.

სპეციალისტები მასწავლებლებს ურჩევენ ახალი მასალის ახსნისას 5-15-წამიანი შესვენება გააკეთონ, თითოეულ ჯერზე, როდესაც ისინი ამის საჭიროებას ხედავენ. უმეტეს შემთხვევებში ასეთ დროს მსმენელსაც სჭირდება დასვენება. გამოცდილმა პედაგოგებმა კარგად იციან, რომ უმჯობესია თეორიის მიცემა მცირე ბლოკებად. ხანდახან ასეთი დანაწილებისას მნიშვნელოვანია არ გაწელოთ ბოლო ფრაზები. ამისთვის, მაგალითად, შესაძლებელია წინასწარ გამონათქვამების, ფრაზეოლოგიზმის, ხუმრობის მოგონება, რომლითაც თხრობას დაასრულებთ. ან დაასრულოთ, როგორც კი იგრძნობთ, რომ თხრობით დაიღალეთ და მსმენელის ყურადღება დაკარგეთ.

საუბარიც უნდა შეწყვიტოთ მოსწავლესთან, როგორც კი იგრძენით, რომ თქვით ყველაფერი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებლად ჰკითხეთ მას: „შენ ხომ არ გინდოდა რამის დამატება?“ და გააგრძელოთ, თუ ბავშვი დაფიქრდა. 

დაითვალეთ გონებაში 15-მდე

და როგორი შეყოვნებებია საჭირო გამოკითხვის დროს? ეს საკითხი უკვე რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის იტალიელმა მკვლევარებმა შეისწავლეს

სპეციალისტები 12 დაწყებით სკოლაში დუმილის ყველა ეპიზოდს იკვლევდნენ. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, 15-საათიანი ჩანაწერი გადაიწერა და გაანალიზდა. ისინი დარწმუნდნენ, რომ მასწავლებლები მოსწავლეთა გამოკითხვის დროს აკეთებენ არაუმეტეს 1-წამიან დაყოვნებას, შემდეგ კი ეკითხებიან სხვა ბავშვს ან იწყებენ მინიშნებას. ასევე ხდება რომ, როდესაც საუბარი ეხება მთელი კლასის გამოკითხვას: როდესაც მოსწავლე ხელს იწევს, ერთ წამში მასწავლებელი რეაგირებს სწორედ მასზე. მაგრამ თუ ამ დროს ცოტა გავზრდით, სწორი პასუხები გაცილებით მეტი იქნება, პასუხები კი უფრო ღრმა და სრულყოფილი.

მკვლევარები მარტივ რჩევას იძლევიან: გონებაში 15-მდე დაითვალეთ, მანამ სანამ ხელის აწევას გაითვალისწინებთ. ბავშვები აზროვნებენ და რეაგირებენ განსხვავებული სისწრაფით. მაგრამ ისინიც კი, რომლებიც მიეჩვივნენ უმალვე ხელის აწევას, ღირს კარგად დაფიქრდნენ, რომ უფრო ხარისხიანად უპასუხონ. მაგრამ ეს რჩევა მხოლოდ შესწავლილი მასალის შემოწმებას ეხება. 

ხოლო, თუ საუბარი ეხება ახალ მასალასთან დაკავშირებულ კითხვებს, ბავშვებს უნდა მისცეთ მთელი 1-2 წუთი მოსაფიქრებლად. მასწავლებელი ასეც უნდა ამბობდეს მას შემდეგ რაც კითხვა გააჟღერა: „დაფიქრდით და ერთ წუთში მიპასუხეთ“. სწრაფი პასუხები სწორედ, მოწმობს, რომ მოსწავლეებმა ახალი მასალა ცუდად გაიგეს. 

მეცნიერები თვლიან, რომ პედაგოგმა ყურადღება უნდა მიაქციოს „გაკვეთილის პარტიტურას“: ის, როგორც მუსიკა, შედგება არა მხოლოდ ნოტებისგან, არამედ სხვადასხვა ხანგრძლივობის პაუზებისგან. ხანმოკლე მონოლოგის შემდეგაც კი, აუცილებელია მოკლე დავალების მიცემა, რომელიც სიჩუმეში წარიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია მუშაობა წყვილებად და ჯგუფურად.

ეს ის რჩევებია, რომლებიც აუმჯობესებს გაკვეთილის თემის გაგების ხარისხს, ინფორმაციის დამახსოვრებას და პასუხების სიღმისეულობას.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები 3 და 4 ივლისს ჩაატარებენ

გამოცდაზე მაინც დაგიშვებენ, თუ პირადობა დაგრჩათ... - განახლებული ინფორმაცია NAEC-ისგან

განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს

მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსულენოვანი სკოლებში სწავლა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყება და მასწავლებლები გადამზადების კურსებს გაივლიან

უთხარი საკუთარ თავს: მე არ ვარ ვალდებული ყველაფერი იდეალურად გავაკეთო...

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

“სასკოლო საზოგადოება გულისტკივილით, გულწრფელი ცრემლებით ემშვიდობება ჩვენს ნაადრევად გაფრენილ ვაჟკაცს„

მოსწავლეებმა გამოავლინეს განსაკუთრებული შემოქმედებითი ხედვა
 
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება