სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით, კონკრეტული რეფორმები უნდა გატარდეს“ - მარიამ ჯაში
13-12-2017
-
+


პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, მიმდინარე თვის ბოლოს ცნობილი გახდება ის კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც სკოლების უსაფრთხოების მიზნით, საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე შეიძლება გატარდეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა განათლების სისტემაში გასატარებელ რეფორმაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, უწყებათაშორისი საბჭო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. მარიამ ჯაშის თქმით, სახელმწიფო უწყებების გარდა, ამ პროცესში ჩართულია არასამთავრობო სექტორი, ფსიქოლოგები და მშობელთა წარმომადგენლები. 

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კონფლიქტისა და დანაშაულის პრევენცია. პრევენცია მოიცავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის იარაღის ხელმისაწვდომობაზე უკიდურეს შეზღუდვას. იარაღი სკოლაში, კოლეჯში თუ უნივერსიტეტში ვერ მოხვდება, თუკი ის არ არის ხელმისაწვდომი ახალგაზრდებისათვის. შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს კანონის აღსრულების მექანიზმები. სკოლის კოლეჯის და უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს ვიდეო-მონიტორინგი. უსაფრთხოების კომპლექსურ თემას მოიცავს საგზაო უსაფრთხოების საკითხი. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი მივმართავ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, შეხვდნენ სკოლის ხელმძღვანელებს, მშობლებს, პედაგოგებს და მოხდეს მაქსიმალურად გაძლიერება სკოლის გადასასვლელების, შუქნიშნებისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობის თვალსაზრისით. უაღესად მნიშვნელოვანია სახელოვნებო და სპორტულ პროგრამებში ახალგზარდების ჩართვა. ახალგაზრდების დანაშაულის პრევენცია პირდაპირ კავშირშია მაღალი რისკის ქცევის შემცირებასთან, რომელიც მოიცავს თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის რეგულარულ მოხმარებას. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ჯანდაცვის სამსახურებთან თანამშრომლობა,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, ამ პროცესებში უაღრესად მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა:

„კონფლიტების პრევენციაში არსებითი როლი ეკისრება ფსიქოლოგიურ სამსახურებს. წარმოუდგენილია 2 200-ზე მეტ სკოლაში, კოლეჯსა და უნივერსიტეტში კვალიფიციური კადრის მობილიზაცია, მაგრამ არსებობს ალეტერნატიული მეთოდები პედაგოგთა და მშობელთა ჩართვის მიმართულებით, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია უშუალოდ მშობელთა ჩართულობა“, - აღნიშნა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ჯაშმა ასევე ყურადღება გაამახვილა მანდატურების სამსახურის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება