სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა, რომ ბევრჯერ გვასახელეთ“- დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
18-05-2021
-
+


„მადლობა იმისთვის, რომ ბევრჯერ გვასახელეთ და გაგვხადეთ უფრო ძლიერები“ - ამ სიტყვებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი, ირინა ხელისუფალი მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. 

„ჩვენო ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო!

თქვენთვის ყველაზე ამაღელვებელი წამი დგება ცხოვრებაში-თქვენ ამთავრებთ სკოლას! ეს არის ემოციებით სავსე დღე, როდესაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს,რომ თქვენი მომავალი ცხოვრება  და მოღვაწეობა სკოლაში მიღებულ საბაზისო ცოდნაზეა დამყარებული და დამოკიდებული - რა ნაყოფსაც აქედან გაიტანთ, იმ  მოსავალს მიიღებთ სტუდენტური ცხოვრების წიაღში.ყოველთვის იყავით გამორჩეულად მონდომებულები ცოდნის მიღებისას. გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას და ყოველთვის  გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად სწორედ, რომ ჩვენთან - სკოლაში ყალიბდებოდით და ახლაც გრძელდება ეს გზა, უბრალოდ უფრო ფართოდ და სტუდენტური შესაძლებლობებით.

ყოველი თქვენგანი იტყვის გულში:  რა მომცა დღევანდელმა სკოლამ? საზრისიანობა, კრიტიკული აზროვნებისა და  ტრანსფერის უნარი, შემოქმედებითი არეალის გაფართოვება და ეს ყოველივე აგური აგურზე იგებოდა თორმეტი წელი. მადლობა იმისთვის, რომ ბევრჯერ გვასახელეთ, გაგვხადეთ ამაყნი, უფრო ძლიერები ჩვენს პროფესიაში. საგნების შესწავლა გაძლევთ ცოდნას, განათლება კი დაგეხმარებათ, გაიგოთ მეტი, განავითაროთ ახალი უნარები, რომლებიც მოგცემენ საშუალებას მიაღწიოთ სასურველ წარმატებას!
გილოცავთ, კიდევ ერთხელ სკოლის დამთავრებას და გახსოვდეთ, სკოლა - თქვენი განათლების პირველი აკვანია!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება