სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ - განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შეხვედრების ციკლი დაიწყო
13-12-2017
-
+


უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ დაიწყო. 

მინისტრის მხრიდან ინტენსიური შეხვედრები გაგრძელდება როგორც მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან, სტუდენტებთან და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლებთან, რათა მსჯელობის, თანამშრომლობისა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე სკოლა და გარემო, სადაც ბავშვები იზრდებიან, კიდევ უფრო უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გახდეს.

პროექტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელი თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ეწვია და თავად მოსწავლეებისგან მოისმინა თუ რას ფიქრობენ სკოლებში ძალადობის პრობლემის მიზეზებზე, გამოსავალზე,  როგორ ხედავენ საკუთარ როლს ვითარების შესაცვლელად. მინისტრთან შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს არაფორმალური განათლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მნიშვნელობაზე. მათი აზრით, საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს დამოკიდებულება, რომ ბულინგის გამოვლენა და დახმარების თხოვნა  სირცხვილი არ არის, პირიქით, დროული რეაგირებისთვის, აუცილებელია. მინისტრისაგან მოსწავლეებმა მიიღეს დაპირება, რომ დაურიგდებათ სპეციალური მასალები, თუ როგორი ქცევა მიიჩნევა ბულინგად და რა რეაგირებაა საჭირო მის აღმოსაფხვრელად.

შეხვედრების პარალელურად, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მხრიდან დაგეგმილია მთელი რიგი პრევენციული, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები. გაძლიერდება ფსიქოლოგიური ცენტრები და დაიხვეწება რეაგირების მექანიზმების. მინისტრის ინიციატივით, შემუშავდება სხვადასხვა პროგრამები, რომელშიც ჩართულები იქნებიან თავად მოზარდები, ბავშევბი, ვის მიმართაც ზემოაღნიშნული აქტივობებია მიმართული. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება