სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა „ზაზა ფაჩულიას აკადემია“ დაამარცხა
11-12-2017
-
+


2017-2018 წლების სეზონის „ა“ ლიგაში მოსახვედრად, 9-დან 18 დეკემბრამდე საკვალიფიკაციო ტურნირი იმართება, რომელშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი, კლუბები „თბილისი“ და „რაზმი“ და „ზაზა ფაჩულიას აკადემია“ მონაწილეობენ.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წარმატებული შეხვედრის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის საკალათბურთო გუნდმა მორიგი შეხვედრა ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდთან გამართა.

სპორტული შეჯიბრი პირველ პერიოდში საკმაოდ დაძაბულად და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. კსუ-ს კალათბურთელებმა დაწინაურება მხოლოდ მეორე ათწუთეულის შემდეგ მოახერხეს, თუმცა ქულათა უპირატესობა უკვე ბოლომდე შეინარჩუნეს. აღსანიშნავია, კსუ-ს გუნდის მოთამაშის - გიგი მელაძის მესამე პერიოდში ჩაგდებული ოთხი სამქულიანი და გადამწყვეტ მომენტში, ამერიკელი ლეგიონერს - რაიან აარონის მიერ მოპოვებული ქულები - რომლებმაც საბოლოო ჯამში თამაშის ბედი გადაწყვიტა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 75:62 კსუ-ს სასარგებლოდ დაფიქსირდა. რაიან აარონის ანგარიშზე 26 ქულა და 11 მოხსნა დაფიქსირდა, გიგი მელაძემ გუნდს  23 ქულა შემატა, ვალერი კვანტალიანმა კი 11 ქულის მოპოვება შეძლო.

ამ თამაშის შედეგებით, „ა“ ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ფინალისტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა, რომელიც 16 დეკემბერს ფინალური სერიის მეორე საგზურისთვის მებრძოლ გუნდებს „თბილისსა“ და „ზაზა ფაჩულიას აკადემიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება