სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, „ეკოგმირი“ შექმნეს
13-05-2021
-
+


პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, ანი გიგაურმა, ანი პოპიაშვილმა და სალომე პოპიაშვილმა გადასამუშავებელი საგნებისგან მცირე ზომის ნივთები შექმნეს. 

მოსწავლეთა ნამუშევრების მთავარი გმირი თოჯინა „შაინია“. 

„ეს სახელი იმიტომ ავირჩიეთ, რომ „shine“ ინგლისურად ბრწყინვას ნიშნავს,ხოლო ჩვენი გმირი მართლაც ბრწყინვალე სამოსითაა შემოსილი,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

თოჯინის სახლი მოსწალეებმა ორი მუყაოს ყუთით დაამზადეს. მისაღები ოთახის დივანი ჭურჭლის სარეცხი ღრუბლითა და მუყაოთი შექმნეს, კიბე კი წვენის საწრუპებითა და სირმით.

სკოლის აღსაზრდელებმა სამზარეულოს კარადები სუნამოს ჩასადებითა და პლასტმასით, სკამები მუყაოთი და ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით, მაგიდა კი დანა-ჩანგლის ჩასადებით დაამზადეს.

მოსწავლეებმა კედლები ფერადი ფურცლებით გააფორმეს, იატაკი კი საღებავებით შეღებეს.

სკოლამ თოჯინა „შაინის“ ისტორიაც გაგვაცნო: 

„გამარჯობა, მე ვარ შაინი, ეს ჩემი ახალი სახლია. სახლის ინტერიერი თავად დავამზადე. ძალიან მიყვარს ხელნაკეთი ნივთების დამზადება, რადგან ვთვლი, რომ განტვირთვის საუკეთესო გზაა. ყოველთვის ვცდილობ, რომ გამოვიყენო გარემოში არსებული საგნები, რომელთაც ხალხი გამოუსადეგარად თვლის.

მუშაობისას არ მავიწყდებოდა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება და ვიცავდი კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა წესსა და რეგულაციას. მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდი გარემოს. მე მქონდა ძველი ქოხი, სადაც ადრე ვცხოვრობდი. როცა სახლიდან წამოვედი, გადავწყვიტე, არ დამენგრია ის, რადგან ამით გარემოს მივაყენებდი ზიანს. ჩემი ძველი სახლი გავარემონტე და სტუმრებსაც იქ ვიღებდი, მაგრამ ახლა დაკეტილი მაქვს, რადგან პანდემიისას სტუმრობას ვერიდები. აქვე მაქვს პატარა ნაძვის ხე, წყარო და სკამი.“

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება