| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში მსოფლიო ლიტერატურის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილზე მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის ფილმი - „ლუკას სახარება“ განიხილეს.
„სიყვარული ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა „ეკლიან ბილიკზე“, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია - ასე დაიწყო საუბარი „პროგრესის“ მე-6 კლასის მოსწავლეებთან მსოფლიო ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან სიხარულიძემ, რომელმაც განსახილველად გოდერძი ჩოხელის ფილმი - „ლუკას სახარება“ მიუტანა მათ.
ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ლიტერატურის აღნიშნულ პერიოდზე, სადისკუსიო რეჟიმში მოახდინეს კითხვათა ფორმულირება, გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები და აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები ავითარებს მათი ცნობიერების არეალს, ასევე ბევრ საკითხზე ახლებურ შეხედულებას უყალიბებს“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...