სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იკრძალება თუ არა ბოლო ზარი, ბანკეტი და ექსკურსია - განათლების სამინისტროსა და შსს-ს განმარტებები მეთორმეტეკლასელებს
10-05-2021
-
+


მალე მე-12 კლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდება და ბოლო ზარიც დაირეკება; მაგრამ საინტერესო ისაა, პანდემიის გათვალისწინებით, როგორი ბოლო ზარი ექნებათ წელს, ან საერთოდ, გადაიხდიან თუ არა „ბანკეტს“.

ინფორმაციის გადამოწმება განათლების სამინისტროსთან ვცადეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია, მაგრამ თუ სკოლის ეზოში, ღია სივრცეში ბავშვებს მოუნდებათ პერანგებზე წარწერების გაკეთება, არავინ დაუშლის;

ასევე, ღია სივრცეში მშობლებსაც შეეძლებათ დასწრება, მაგრამ თუ სკოლის შენობაში მოინდომებენ ბავშვები ბოლო ზარის ღონისძიების ჩატარებას, მაშინ ამ სანახაობის გამოტოვება უფროსებს (მასწავლებლების გარდა) უდავოდ მოუწევთ, რადგან შენობაში მშობლების შესვლა, არსებული პროტოკოლით, დაშვებული არ არის. განათლების სამინისტროში ისიც განგვიმარტეს, რომ ცალსახა აკრძალვა ბოლო ზართან დაკავშირებით, როგორც ეს შარშან იყო, წელს არ არსებობს.

ექსკურსიებთან დაკავშირებით, სკოლებს რეკომენდაციები გადაგზავნილი აქვთ - ოფიციალურად აკრძალული არ არის, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული აქტივობა მიზანშეწონილი არ არის.

რაც შეეხება ბანკეტს, შსს-ს განმარტებით, 10 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია; 10 კაციანი ბანკეტი კი არანაირ ჩარჩოში არ ჯდება და ეს ყველამ ვიცით.

ახლა იმაზე საუბარს არ დავიწყებთ, იატაკქვეშ რამდენი რამის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ იმას კი გეტყვით, თუ ფაქტი შეიტყვეს, ჯარიმის გადახდა მოგიწევთ და თუ აქამდე ბანკეტი, ერთი ადამიანისთვის, მინიმუმ 2 000 ლარამდე ჯდებოდა, ამ შემთხვევაში კიდევ 2 000 დამატება იქნება საჭირო კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის.

ფაქტია - ცალსახად, არც ბოლო ზარია აკრძალული და არც ათკაციანი სუფრა, დანარჩენი კი თქვენი არჩევანია, გიღირთ თუ არა ერთი დასამახსოვრებელი დღე, ზედმეტად ძვირადღირებულიც გამოდგეს.  

გარდა ამისა, ბოლო ზარისა და ბანკეტის მასშტაბურად აღნიშვნა, კორონავირუსის ახალი კლასტერების წარმოქმნის და შესაბამისად, ინფიცირებულთა ზრდის რისკს ქმნის. ამიტომ ამ მხრივაც მოგიწევთ არჩევანის გაკეთება გართობასა და დაინფიცირებას შორის. 

მეთორმეტეკლასელებისთვის თან დაშვებული და თან აკრძალული ღონისძიებების სია კი ასეთია:

დაშვებულია, ბოლო ზარის ღონისძიება - ღია სივრცეში მშობლების ან სკოლის შენობაში მშობლების გარეშე;

ექსკურსია - აკრძალული არ არის, მაგრამ არც მიზანშეწონილია მისი მოწყობა;

ბანკეტი - აკრძალული არ არის, მაგრამ 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა იკრძალება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება