სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პოლონეთის ელჩის პირველი მრჩეველი მარჩინ ჟოჰოვსკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
08-12-2017
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრს, პოლონეთის ელჩის პირველი მრჩეველი, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ხელმძღვანელი მარჩინ ჟოჰოვსკი ესტუმრა და ცენტრის პედაგოგსა და  სტუდენტებს შეხვდა.

პოლონელი დიპლომატის ვიზიტის დროს, საუბარი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარიმართა. პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების ისტორია: არჩევანი და გადაწყვეტილება. მარჩინ ჟოჰოვსკიმ შეკრებილ საზოგადოებას პოლონეთის გამოცდილება გაუზიარა და დემოკრატიის მშენებლობის, სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებისა  და ქვეყნის განვითარების  პროცესში, ევროკავშირთან ინეგრაცია დადებითად შეაფასა.

დიპლომატის თქმით, შემდეგ წელს საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლისთავი აღინიშნება. ეს თარიღი და არსებული ურთიერთობა კი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

შეხვედრისას საუბარი განათლების საკითხებსაც შეეხო, დიპლომატის განცხადებით,  სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქართველი სტუდენტების რიცხვმა, რომლებიც საქართველოდან პოლონეთში სასწავლებლად გაემგზავრნენ 200-დან 300 სტუდენტამდე შეადგინა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება