სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა
07-12-2017
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კსუ-ს, ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული, ანალიტიკური ბიზნეს გადაცემა: ,,ბიზნეს კოდის“ წამყვანი - შოთა გულბანი ესტუმრა და სტუდენტებთან  საჯარო ლექცია გამართა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი და გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” სარედაქციო საბჭოს წევრი, სტუდენტებს კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ ესაუბრა და ამ ახალი ინიციატივის დადებითი და უარყოფითი მხარეები მიუკერძოვებლად მიმოიხილა.

საჯარო ლექციას კსუ-ს ბიზნესისა და სამართლის  ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. მომხსენებელმა 1995 წლიდან დღემდე არსებული საპენსიო სისტემა მიმოიხილა, დამსწრე აუდიტორიას მსოფლიო ბანკის 2010 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო და ამ რეფორმის ალტერნატიულ გზებზეც ისაუბრა. სწორედ ამ სხვა მიდგომების განხილვისა და ანალიზის შედეგად, კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, ფისკალური წნეხის თავიდან აცილებისათვის და მისი სწორად გატარების შემთხვევაში მომხსენებელმა საუკეთესო ვარიანტად დაასახელა.

ლექცია ინტერაქტიული გამოდგა, კსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს რეფორმის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.

აღნიშნული საჯარო ლექცია კსუ-ს კურსდამთავრებულთა კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება