სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლიტვის საელჩოს ორგანიზებით კონფერენცია „ბიზნეს თამაშები, როგორც ინოვაციური გადაწყვეტა მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის” გაიმართა
08-12-2017
-
+


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით, ტექნოპარკში კონფერენცია გაიმართა თემაზე - „ბიზნეს თამაშები, როგორც ინოვაციური გადაწყვეტა მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.”

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე.

კონფერენციის მთავარი თემა იყო ეფექტური ინსტრუმენტები და სიმულაციები, რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალურ/ორგანიზაციულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად.

ღონისძიებაზე ასევე განიხილეს ის ძირითადი კომპეტენციები, რის შედეგადაც სტარტაპი განვითარების ადრეულ ეტაპზე რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი:

„ლიტვის გამოცდილება უნდა გავუზიაროთ მასწავლებლებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს. უნდა ვასწავლოთ, როგორ უნდა გამოიყენონ ცოდნა მომგებიანად. მნიშვნელოვანია ამ პროცესში ყველა ჩაერთოს. არა მხოლოდ ისინი, ვინც თბილისში ცხოვრობენ, არამედ რეგიონში მცხოვრებნიც. განსაკუთრებული აქცენტი სწორედ რეგიონებზე კეთდება. ვიმედოვნებ, ეს კონფერენცია ყველასთვის სასარგებლო იქნება.“

სიმულაციური თამაშების ავტორი მინვიდას ლატაუსკასი:

„ბიზნეს თამაშები შეიძლება დაინერგოს და განვითარდეს ყველა ქვეყანაში. მთავარია, მიდგომა და საჭიროა ძირითადი საკითხების ბიზნეს მენეჯმენტი. ამ სფეროს განსავითარებლად საჭიროა გამოცდილ ბიზნესმენებთან ურთიერთობა, მათი გამოცდილების გაზიარება, შესაბამის პროექტებში ჩართულობა.“

ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი დალიუს სერაფინასი:

„ჩვენი, ლიტვის გამოცდილება ასეთია - სკოლაში ვხვდებით დირექტორებს და ვაანალიზებთ სიტუაციას. თუ ბიზნესს ქიმიის მასწავლებელი ასწავლის, ეს ნონსენსია. ამიტომ პირველ რიგში, მასწავლებლები უნდა გადამზადნენ.“

ლიტვის საელჩოს წარმომადგენელი ადელინა ნალივაიკაიტე-კარელიძე:

„ლიტვის საელჩო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად პირველად ახორციელებს ასეთ პროექტს. კონფერენციას სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. მათი ხელშეწყობით გვსურს, გავაკეთოთ ერთგვარი ბიზნეს ჩემპიონატი. შესაძლოა -გაზაფხულზეც. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და რეგიონებიც ჩაერთვებიან ამ პროექტში.“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება