სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როგორც დირექტორს ყველაზე მეტი მომეთხოვება“ - ქეთევან ობოლაშვილი, აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი
06-05-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის, აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორის, ქეთევან ობოლაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- სწავლა-სწავლების პროცესის განმახორციელებელი ინსტიტუცია, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის წარმატებასა და ცხოვრებაში დამკვიდრებაზე. პიროვნების ჩამოყალიბებასა და მრავალმხრივი უნარების განვითარებაზე.

- ცოდნა გვანიჭებს...

- სიხარულს, სიმშვიდეს, ფართო აზროვნების უნარს, შესაძლებლობას, ვიცხოვროთ თავისუფლად.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- ცოდნა, ცოდნის გამოყენება, სოციალურ გარემოსთან მორგება, კონკრეტულობა და ნაკლები ფიქრი.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ორიენტირებული გახლდით სწავლაზე. მქონდა ჩემი მიზანი, გავმხდარიყავი პედაგოგი... ვცდილობდი, მესწავლა ისე, არ შემეწუხებინა სხვა... მივიღე მუსიკალური განათლება, ვისწავლე ფორტეპიანო და ფანდური. ვმღეროდი ქართული ხალხური სიმღერების გუნდში, ვმონაწილეობდი სხვადასხვა ღონისძიებაში... ვისწავლე კერვა და დღესაც ვაგრძელებ ამ საქმიანობას, როგორც მოხალისე.

- დირექტორობა მეხმარება...

- ჩემს თავს სხვა კუთხიდან შევხედო, შევაფასო უცხო თვალით და ვიყო ობიექტური.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ მეც ვიყავი მოსწავლე, მეც ვიყავი პედაგოგი და როგორც დირექტორს ყველაზე მეტი მომეთხოვება...  ადვილად არასოდეს, არაფრისთვის მიმიღწევია და თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი მრავალი თეთრად გათენებული ღამისა და დიდი შრომის შედეგია.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- იყო მომთხოვნი საკუთარი თავისადმი; ასევე თავდაჯერებულობა, პროფესიული ურთიერთობები და საქმის სიყვარული... რაც მთავარია, გრძნობდე ცხოვრებისგან ხალისს, სითბოსა და სიყვარულს.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება