სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდიდან შეძლებენ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების სრული იმიტაციის გავლას
07-12-2017
-
+


2017-2018 წელს გამოსაშვები გამოცდის რეპეტიციის გავლა მე-11 კლასელებსაც შეუძლიათ შემდეგ საგნებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეთერთმეტე და მეთორმეტე  კლასის მოსწავლეებს (ასევე ნებისმიერ მსურველს) გამოსაშვები გამოცდების სრულად იდენტური ტესტირების გავლას სთავაზობს 8 საგანში.

ტესტირება საგამოცდო სისტემით ტარდება. პროგრამა ისევე გააკონტროლებს ტესტირების დროს, როგორც გამოცდისას. CAT-ის ალგორითმით დადგინდება თქვენი შეფასება (შედეგი ეკრანზე გამოჩნდება).

ტესტირების გავლა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდანაა შესაძლებელი.

წელს პროექტი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა მსურველებისათვის - ცენტრმა პროექტისათვის სპონსორების მოზიდვა დაიწყო. მათი მხარდაჭერით ტესტირების საფასური განახევრდა - ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის ღირებულება 5 ლარია (ნაცვლად 10 ლარისა).

პროექტი დეკემბრიდან დაიწყება, რათა მოსწავლეებმა, სურვილის შემთხვევაში, შეძლონ პროექტის საწყის და ბოლო ეტაპზე მიღებული შედეგის შედარება და ამ პერიოდში მიღწეული პროგრესის შეფასებაც.

რეგისტრაციისა და ტესტირების გავლა 15 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი ვებგვერდებზე WWW.NAEC.GOV.GE ONLINE.NAEC.GE სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი ახალი დავალებები შემდეგ საგნებში:

მე-11 კლასი:

ქიმია; ბიოლოგია; ფიზიკა; გეოგრაფია.

მე-12 კლასი:

ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; უცხოური ენა; ისტორია.

მსურველები მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ პირდაპირ ცენტრის ვებგვერდებიდან გაივლიან ტესტირებას.

ერთი საგნის ტესტირებაში მონაწილეობის მიღება მსურველს მაქსიმუმ 3-ჯერ შეუძლია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება