სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მადლობა izrune.ge-ს, რომ პანდემიის დროსაც არ მიატოვა პატარები და ზრუნავს მათ განვითარებაზე“ - საქართველოს SUPER ოჯახები გრძელდება
28-04-2021
-
+


როდესაც „ეტალონისა“ და izrune.ge- უპრეცედენტო ONLINE პროექტები დაიწყო, რთული წარმოსადგენი იყო, ასეთ მასშტაბურ სახეს თუ მიიღებდა და დღითიდღე უფრო პოპულარული გახდებოდა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს SUPER ოჯახები ერთ-ერთი წარმატებული გადაცემა-თამაშია, რომელიც ყველა ასაკის ბავშვს აერთიანებს, მშობლებს აახლოებს და ოჯახური წარმატებით ტკბობის საშუალებასაც აძლევს.

საქართველოს SUPER ოჯახები - უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა, ათასობით ოჯახი გააერთიანა და საქართველოს საზღვრებსაც კარგა ხანია გასცდა.

გადაცემის წამყვანი, პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი გახლავთ, რომელმაც საქართველოს SUPER-ოჯახების N4 გადაცემის დაწყებისთანავე დააანონსა, რომ იქნებოდა სიხარული, ჟრიამული და ერთად ყოფნის ბედნიერებით გამოწვეული მხოლოდ დადებითი ემოციები.

„დღეს იქნება მხიარულება და ემოციები... მოხარულები ვართ, რომ SUPER-ოჯახების კონკურსს ანალოგი არ გააჩნია“, - ასე დაიწყო გადაცემა-თამაში გოჩა ტყეშელაშვილმა და საზოგადოებას მის მიერ შექმნილი წიგნი-რვეული - „პირველკლასელთა აკადემია“ წარუდგინა, რომელიც ბავშვებს ცოდნის განმტკიცებასა და საჭირო უნარების გამოვლენაში დაეხმარება. მარტივად რომ ვთქვათ, „პირველკლასელთა აკადემია“ თითოეულ ბავშვს დაეხმარება, ამაყად შეაღოს სკოლის კარი.

„ვფიქრობ, ყველა პირველკლასელის ოჯახში უნდა იყოს ეს წიგნი, რათა უკეთ შეძლოთ ბავშვის მომზადება სკოლისთვის; ის განსაკუთრებით აქტუალურია პანდემიის პერიოდში, რადგან აქვს ვიდეოგაკვეთილები და რაც მთავარია, მოჰყვება izrune.ge-ს აბონემენტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ბავშვი არაფორმალური განათლების ყველაზე მზრუნველ პროექტში ჩართოთ“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა და ასევე დასძინა, რომ მშობლების, ბებია-ბაბუების საყურადღებოდ, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ დაასრულა სასწავლო წელი ბავშვმა, შეიქმნა „მზაობის სერტიფიკატი“.

გადაცემის თანაწამყვანი გახლდათ თიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების არსებობა მომავალი თაობების განათლებისთვის, ამ საქმეს დიდი ხანია ემსახურება „ეტალონი“, izrune.ge კი უკვე შეუცვლელი გახდა ჩვენი პატარებისთვის:

„ვფიქრობ, მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვებს ჰქონდათ izrune.ge-ში ჩასართავად, მათ ბრწყინავალედ გამოიყენეს. „ეტალონი“ და izrune.ge აძლევს ბავშვებს მოტივაციას, რათა მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმონ განათლებას. გარკვეული პერიოდის წინ ვერავინ წარმოიდგენდა პანდემიას და დისტანციური სწავლების საჭიროებას, მაგრამ თამამად ვიტყვი - izrune.ge-მ მოსწავლეები ბავშვები ამისთვისაც ერთგვარად მოამზადა და სწორედ პროექტში ჩართულობით მოახერხეს მოსწავლეებმა, მარტივად დაეძლიათ დისტანციური სწავლების გამოწვევები“.

საქართველოს SUPER-ოჯახების N4 გადაცემა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტს, შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს დაემთხვა და გადაცემა-თამაშში, izrune.ge-ს გენერალურმა მენეჯერმა თინათინ ტყეშელაშვილმა, ვრცლად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომელსაც პროექტი პატარა იზრუნელებსა და მათ ოჯახებს სთავაზობს; თინათინ ტყეშელაშვილმა ისიც დასძინა, რომ მოსწავლეები რეგიონებიდან განსაკუთრებით მოტივირებულები არიან; ასევე ყურადღება გაამახვილა არაქართულენოვანი მოსწავლეების აქტიურ ჩართულობაზე, რომლებსაც izrune.ge საშუალებას აძლევს, სრულფასოვნად დაეუფლონ სახელმწიფო ენას.

სანამ საქართველოს SUPER-ოჯახები ტესტებზე მუშაობდნენ, გაეშვა არაერთი ვიდეო, რომლებიც ოჯახებმა წინასწარ ჩაწერეს, იყო ემოციების ზღვა, სიყვარული izrune.ge-სა და „ეტალონის“ მიმართ, დასასრულს კი, პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეების მშობლებმა Etaloni.ge-ს ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

ნინო ბერუაშვილი, თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლის, მარიამ ცერცვაძის მშობელი:

- პირველ რიგში, იმ ემოციებზე გიამბობთ, რომელიც შედეგების გამოცხადებისთანავე დაგვეუფლა: ეს იყო უდიდესი სიხარული, ბედნიერება, პოზიტივი... ბატონმა გოჩამ საოცრად წარადგინა ბავშვი, სკოლა, პედაგოგი - ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. მას შემდეგ უკვე რამდენიმე დღე გავიდა და წარმოიდგინეთ, ახლაც არ წყდება ზარები; სიმართლე გითხრათ, პირველობისთვის არ გვიბრძოლია, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, მოხარულები ვართ, რომ ვასახელეთ სკოლაც, დირექციაც, მასწავლებლებიც...  მადლობა ამისთვის Izrune.ge-სა და „ეტალონს“. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მოტივაციის მიმცემი, პროექტში უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთვება და ერთად გაივლიან წარმატებისკენ სავალ გზას. აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ პანდემიის პირობებში ჩვენი შვილები ბევრ რამეს არიან მოკლებულნი და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა izrune.ge-ს რომ ასეთ დროსაც არ მიატოვა პატარები და ყოველდღიურად ზრუნავს მათ განვითარებაზე.

თამარ კირთაძე, თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლის, კესანე შენგელიას მშობელი:

- ბავშვი ისეთი გახარებულია, რომ დღემდე არ განელებია ემოციები და ამისთვის „ეტალონსა“ და izrune.ge-ს მინდა მადლობა ვუთხრა. გადაცემა-თამაშში პირველად მივიღეთ მონაწილეობა და ვფიქრობ, მეორე ადგილი ცუდი შედეგი სულაც არ არის... ისე კი, კესანე აქტიურადაა ჩართული izrune.ge-ში, არც ერთ ტესტირებას არ ტოვებს და ძალიან  მოსწონს, როდესაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევა.

მარიამ ჭოხონელიძე, ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლის, გიორგი კუპატაშვილის მშობელი:

- ძალიან მოგვწონს izrune.ge და ბავშვები ​ აქტიურად არიან ჩართულები. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ელოდებიან ყოველ ხუთშაბათს, რომ ტესტი გაიარონ, წარმატებას მიაღწიონ და ეს სიხარული და გამოცდილება თანატოლებსაც გაუზიარონ. რაც შეეხება SUPER-ოჯახებს, ვფიქრობ, კარგ შედეგზე გავედით და დიდი იმედი გვაქვს, უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ.


კომენტარები


სკოლები
„იმიტირებული არჩევნები“ სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწალეებისთვის ჩატარდა
მოსწავლეები პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელებითა და სასაჩუქრე ნივთებით დაჯილდოვდნენ
წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით izrune.ge-მ 30 მოსწავლე დააჯილდოვა
მოსწავლეებმა ჩიტის სახლები სკოლის ეზოში მდებარე ხეებზე განათავსეს
წინარეხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს
სიახლეები
კერძო სკოლის პედაგოგები დისკრიმინაციულ მიდგომებზე საუბრობენ
სკოლა უფლებამოსილია, გამოაცხადოს კონკურსი იმ პოზიციაზეც, რომელიც არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს საფუძველი, რომ პოზიცია კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური
ეს იქნება მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს:
2020-2021 სასწავლო წელიც ასე, სეკვესტრირებულად ჩამთავრდება, კომპლექსური დავალებების ხარჯზე
პედაგოგებს გეგმური ტესტირება რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩაუტარდათ
საინტერესო
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარს სიმბოლური დატვირთვა აქვს
„იმისთვის რომ მთელი თაობის კატასტროფა ავიცილოთ თავიდან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ განათლების უფლების რეალიზებისთვის“
თუ ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ დასვენება და ძალების აღდგენა ეს რჩევები დაგეხმარებათ
განათლებაში მუშაობა მუდმივ ცვლილებებს გულისხმობს
პიროვნება
ჩემი ცხოვრება, izrune.ge-ში მოსვლის დღიდან, რადიკალურად შეიცვალა; უზომოდ ბედნიერი ვარ აქ მუშაობით, იმ გარემოთი, რაც დამხვდა და რაც მთავარია, ჩემი გუნდით
„პანდემიამ გადაგვიყვანა არანორმირებულ რეჟიმში და ამიტომ, განვიხილეთ, სასწავლო წლის ბოლომდე რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რათა არსებული ვითარება ნაკლებშესამჩნევი იყოს ბავშვებისთვის.“
ეტალონი
რომ  წარმატება არის კეთილგანწყობა და სიყვარულით განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა
„ეტალონი“ და izrune.ge აძლევს ბავშვებს მოტივაციას, რათა მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმონ განათლებას“
დირექტორებს გენერლის პასუხისმგებლობა გვაქვს, თორემ ჩვენც, თქვენთან ერთად, რიგითი ჯარისკაცები ვართ ამ დიდ საქმეში
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება