სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარებაზე იმსჯელეს
06-12-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სპეციალური მასწავლებლები, სპეციალურ მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მშობელი. 

შეხვედრაზე ისაუბრეს ინკლუზიურ განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და კონკრეტულად, სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების საკითხზე. მინისტრმა ჯგუფის წევრებს ინკლუზიური განათლების განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ინკლუზიურობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. 

სამომავლო გეგმებში შედის სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული სხვა დამატებითი მომსახურებების განვითარება.

მინისტრის თქმით, ყველა ადამიანშია შესაძლებლობები, რომელთა რეალიზება როგორც მათი ღირსეული ცხოვრების, ასევე საზოგადოების წინსვლის წინაპირობაა. მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მოღვაწე მრავალი შშმ პირის მიღწევები ამის ნათელი მაგალითია.

ამ შესაძლებლობათა, ნიჭისა და უნარების განვითარება პირველ რიგში საგანმანათლებლო დაწესებულებათა ამოცანაა. ამდენად, ინკლუზიური, ინტეგრირებული სწავლება, ყველასათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა მისი, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თუმცა, ინკლუზიური განათლება ჯერაც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. დღეს უპირველესი ამოცანაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ახალგაზრდებისათვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შემნა, სპეციალური მასწავლებლების დაფასება და ამ პროფესიის განვითარება, რაშიც სამინისტრო ძალისხმევას არ დაიშურებს თანაბარ შესაძლებლობათა გარემოს შესაქმნელად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება