სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
27-04-2021
-
+


ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. პირველკლასელებმა თემატური ნახატები შექმნეს, მათ გაიაზრეს საკუთარი ადამიანური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჩვენი პლანეტის დაცვის საქმეში.

პირველკლასელთა ნამუშევრების მიხედვით, მესამე კლასის მოსწავლეებმა დედამიწისა და გარემომცველი სამყაროს დაცვასთან დაკავშირებით მოთხრობები და ჩანახატები დაწერეს.

მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ რა დრო სჭირდება ნარჩენების დაშლას და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის  გააზრებულ ქმედებას. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა პროექტის „დედამიწა ჩვენი სახლია“ ფარგლებში წაიკითხეს  და განიხილეს ვაჟა-ფშაველასა და ჰერმან ჰესეს მოთხრობები, დაწერეს ჩანახატები,ზღაპრები, მოთხრობები და მონოლოგები. მათ თავიანთ ნაწერებში აამეტყველეს გარემომცველი სამყარო. სკოლის აღსაზრდელებმა გაიაზრეს, თუ რამდენად დიდი საფრთხე მოაქვს ადამიანს დედამიწისათვის.

მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი „Home“ და გააცნობიერეს პრობლემები, რომელთა წინაშეც სამყარო დგას.

მათ ფოტოგრაფის როლიც მოირგეს და სურათები გადაიღეს თემაზე: „რა შეუბრალებელია კაცი“. 

„მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატები და ჰერმან ჰესეს არაჩვეულებრივი ნაწარმოების „უსმინეთ ხეებს ანუ სად არის ბედნიერება“ შთაგონებით, ჩაეხუტნენ ხეებს, გაიაზრეს, რამხელა სარგებლობა მოაქვთ მათ ჩვენთვის, ხოლო ვაჟა-ფშაველას „იასა“ და რევაზ ინანიშვილის „მუხის“ ინსპირაციით ადამიანის შეუბრალებლობაზე პერსონაჟთა მონოლოგიც შემოგვთავაზეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

მე-5 კლასის მოსწავლეებს მე-6 კლასის მოსწავლე, ანამარია ბიბიჩაძეც შეუერთდა. 

პროექტზე დაწყებით კლასის პედაგოგი ლალი რეხვიაშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნანა ჩხობაძე მუშაობდნენ.

იხილეთ ფოტო - და ვიდეომასალები



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება