სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მანდატურის სამსახურს სკოლაში ბავშვზე ზრუნვის ფუნქცია აქვს და არა კონტროლის“ - მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე
04-12-2017
-
+


განათლების და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ზარდალიშვილის განცხადებით, მანდატურის სამსახურს სკოლაში მოსწავლეების შემოწმების და გაჩხრეკვის უფლება არ აქვს. 

როგორც მან ჟურნალისტებს 51-ე საჯარო სკოლაში ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მანდატურის სამსახურს სკოლაში ბავშვზე ზრუნვის ფუნქცია აქვს და არა კონტროლის.

„მანდატურს აქვს გარკვეული ფუნქციები, რომელსაც ის ნამდვილად ასრულებს. წელიწადში ერთხელ მანდატური გადის ძალიან სერიოზულ წვრთნას, რომლის შემდეგაც გამოცდას აბარებს. როგორც იცით, 2013 წლიდან მანდატურის ფუნქციებში აღარ შედის სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგის კონტროლი, თუმცა მას შენარჩუნებული აქვს ბავშვზე ზრუნვის და პირველადი საგანგაშო ნიშნების ამოცნობის ფუნქცია. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, გაფრთხილებული ჰყავდათ თუ არა მანდატურებს მშობლები კონფლიქტური სიტუაციის შესახებ. ამაზე თავად მანდატურებს უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება მოსწავლეების შემოწმებას, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ეჭვი გაჩნდება, თუ დაინახავენ, რომ ბავშვი აგრესიულია, ვიღაცას ემუქრება. ეს არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჰკითხო ბავშვს, რამე ხომ არ უდევს ჯიბეში. ბავშვის გაჩხრეკვის უფლება, გარდა პოლიციისა, არავის აქვს. ბავშვი რომ გაჩხრიკო, უნდა გამოიძახო პოლიცია. ზოგადად, მანდატურს ბავშვთან ურთიერთობაში ზრუნვის ფუნქცია აქვს და არა კონტროლის. მანდატურმა რომ პოლიციელი ჩაანაცვლოს, ასეთი პრაქტიკა არის აშშ-ში, მაგრამ ჩვენთან არა. აშშ-ში შემთხვევები ბევრად უფრო მეტად უსიამოვნო და სისხლიანია, ვიდრე აქ. ამიტომ ჩვენ ზრუნვის მეთოდს ვირჩევთ“, - განაცხადა ლევან ზარდალიშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება