სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება ეკოკლუბ „ნიამორის“ ორგანიზებით ჩატარდა
04-12-2017
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ნიამორის“ ორგანიზებით ღონისძიება „აივ/შიდსი- სასიკვდილო განაჩენს არ ნიშნავს“ ჩატარდა. 

ღონისძიებაზე, რომელიც აივ/შიდსთან ბრძოლის დღეს მიეძღვნა, კლუბის ხელმძღვანელმა რუსუდან ჯიშკარიანმა, კლუბის ლიდერმა ზურაბ ჩაჩავამ და კლუბის წევრებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.

როგორც სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აივ/შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს:

„აივ/შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. ამას მოწმობს ბოლო წლების სტატისტიკა, კვლევები და პრაქტიკული მაგალითებიც. ყველა ადამიანის ვალია გამოხატოს მხარდაჭერა ინფიცირებულების მიმართ და წვლილი შეიტანოს აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში.“

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერი მსოფლიოში აივ/შიდსთან ბრძოლის დღეა. ამ დღის აღნიშვნა პირველად 1988 წელს დაიწყო, მას შემდეგ, 1 დეკემბრის აღნიშვნაში თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთო.საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაპყროს შიდსის რეალურ საფრთხეს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საპირველდეკემბერო კამპანია. საქართველო უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში. ამ დღეს იყენებენ სხვადასხვა აქციისა და ღონისძიების ჩასატარებლად, რათა ამაღლდეს ცნობიერება ვირუსის შესახებ, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და ჯერჯერობით, მისგან სრულად განკურნება ვერ ხდება. თუმცა, მკურნალობის შემთხვევაში, ვირუსი მომაკვდინებელი არ არის, როგორც ეს წლების წინ იყო. 

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ/შიდსის ინფექციის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს. წითელი ლენტი გამოხატავას სოლიდარობას, პროტესტს და იმედს.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება