სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის V კლასში მათემატიკაში საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩატარდა
21-04-2021
-
+


20 აპრილს, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის V კლასში (მასწავლებელი ნატო ჯოხაძე, დამრიგებელი თათია ივანეიშვილი) მათემატიკაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის თემა იყო: რიცხვის გამყოფები და ჯერადები. გაკვეთილის მიზანს კი წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის რიცხვის გამყოფისა და ჯერადის, ასევე მარტივი და შედგენილი რიცხვების ცნებების გაცნობა, მათი გამოყენება ყოფაცხოვრებისეულ სიტუაციებში.

„მოსწავლეებმა დაფაზე მაგნიტური რიცხვები ორ კონვერტში „ჩაალაგეს“ ლუწობისა და კენტობის  მიხედვით. ასევე არ გაუჭირდათ მარტივი და შედგენილი რიცხვების მსგავს კონვერტებში „ჩალაგება“. განიხილეს სიტუაციური ამოცანა, რომლის მიზანი იყო  მოსწავლეებს  ეპოვათ კანონზომიერება ორ სუბიექტს შორის და ეჩვენებინათ, რომ ისინი ერთმანეთის მიმართ შეიძლება სხვადასხვა როლში გამოდიოდნენ და ამ როლის შესაბამისად ერქვათ სხვადასხვა სახელი, როგორც ორი რიცხვის გაყოფის შემთხვევაში. თუ ერთი რიცხვი მეორეზე იყოფა, მაშინ პირველისთვის მეორე გამყოფია, ხოლო მეორისთვის პირველი ჯერადი. ანუ გასაყოფი და ჯერადი ერთი და იგივეა. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი მარტივ რიცხვთა ცხრილის ანუ ერატოსთენეს „საცერის“ (ცხავის) შედგენას. განიხილეს რამოდენიმე პრაქტიკული ამოცანა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა თანაბარი რაოდენობით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება