სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს და ისტორიული მიმოხილვა მოაწყვეს
20-04-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ იელის საჯარო სკოლაში 9 აპრილისამდი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენების ამსახველი კადრები, მოაწყვეს ისტორიული მიმოხილვა, ისაუბრეს 9 აპრილის მოვლენების წინაპირობებზე, წაიკითხეს ლექსები და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 21 ადამიანის სულს.

ბავშვებმა გამოხატეს მადლიერება დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მამულიშვილების მიმართ და წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი მშვიდობის როლზე. სასკოლო საზოგადოებასთან ერთად შეაფასეს  ამ დღისა და მსგავსი მოვლენების მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მე-16  მიზანთან.

დასკვნით ნაწილში საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ლეილა ხვიბლიანმა და აღნიშნა, რომ „ჩვენი, როგორც მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე პირთა, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა არ დავივიწყოთ ეს მოვლენა!“

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის ტრაგედიამ წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება